კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია გიორგი ვაშაძეზე - ყოფილ თანაგუნდელზე ჭორაობა არ მგონია, რომ მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს

ნახვები: 512 თეონა აქუბარდია გიორგი ვაშაძეზე - ყოფილ თანაგუნდელზე ჭორაობა არ მგონია, რომ მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს

ჭორაობა ყოფილ თანაგუნდელზე არ მგონია, რომ მის ღირსებას საუკეთესოდ წარმოაჩენდეს , - ასე პასუხობს „რეფორმების ჯგუფის“ დეპუტატი თეონა აქუბარდია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, იარლიყების მიწებება ჰგავს „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელ „იაფფასიან ხერხს“.

„რაც შეეხება ჩემს ე.წ. თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“ და იარლიყების მიწებებას, ეს ძალიან ჰგავს „ქართული ოცნების“ იაფფასიან ხერხს, როცა თანაგუნდელებზე სწორედ ამ ფორმით ცდილობდნენ ისინი მათ გაშავებას. შესაბამისად, მე არ მგონია, რომ ეს არის სწორი ფორმა და სწორი გზა. მე ვაპირებ როგორც აქამდე, ისე გავაგრძელო მუშაობა პარლამენტში ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე არ ვფიქრობ, რომ დაპირისპირებების მცდელობები ოპოზიციას აძლიერებდეს, ან საინტერესო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის,"- განაცხადა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, რომ გუნდის წევრებს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ თეონა აქუბარდია პარლამენტში თავისი ინიციატივით შეიყვანა.

„სიღრმისეულ კომენტარებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემს თანაპარტიელებს ბოდიშიც მოვუხადე მასთან დაკავშირებით, რადგან ჩემი ინიციატივა იყო მისი შეყვანა. სამწუხაროდ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ვერაფერი მიიღო ამ პროცესიდან. ის, რომ მას ცოტა სხვანაირი პოზიცია აქვს, მხოლოდ ჩემი აზრი არ არის“,- განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე ფიქრობს, რომ აქუბარდიას „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით „დიდი მომავალი აქვს“.

შეგახსენებთ, თეონა აქუბარდიამ რამდენიმე დღის წინ „სტრატეგია აღმაშენებელი“ დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა