ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

არმაზ ახვლედიანი: იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები: მტერი და მოღალატე

ნახვები: 577 არმაზ ახვლედიანი: იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები: მტერი და მოღალატე

პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ, სიძულვილის ენის და დეპოლარიზების შესახებ ისაუბრა.

„ეს სიმწვავე თუ დუღილის ტემპერატურა, რაც ახლა არის დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე, ალბათ არ იქნებოდა, თუ კი ჩვენ მოვახერხებდით და 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, შევძლებდით თვისობრივად გადაგვეტვირთა ქართული პოლიტიკური პროცესი, გაგვეთვალისწინებინა ყველა არსებითი შეცდომა, რაც იყო დაშვებული წინა ორი ათწლეულის განმავლობაში. გარწმუნებთ, რომ ახლა ჩვენ შევძლებდით საუბარს არა ევროკავშირის წევრობის სტატუსზე, არამედ უკვე გადავიდოდით შემდეგ ეტაპზე. ჩვენ ჯერ კიდევ სტატუსს ვებღაუჭებით. გამოსავალი არ გამოჩნდება მანამ, სანამ მხარეები ვერ ვახერხებთ შეთანხმებას უმთავრეს საკითხებზე. მინიმუმ იქნებ მოვახერხოთ შეთანხმება იმაზე, რომ ჩვენი სასაუბრო ენიდან ამოვიღოთ სიტყვები: მტერი და მოღალატე. იქნებ მოვახერხოთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ არავინ საქართველოს არ მტრობს, მაგრამ შესაძლოა თავისებურად ესმოდეს თუ რა არის უკეთესი საქართველოსთვის", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მისივე შეფასებით, იმისათვის, რომ დეპოლარიზების კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, აუცილებელია ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებები განახორციელოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა