War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

კონტრტერორისტულმა ცენტრმა ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა

ნახვები: 940 კონტრტერორისტულმა ცენტრმა ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე,თბილისის საერთაშორისო აეროპორტშისაქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა.

 

ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელსდატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს" შეუერთდა. 

 

ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა", საკმაოდგავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს" წევრებს შორის. იგი აქტიურადმონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა დამიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფსკონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია„ისლამური სახელმწიფოს" სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან.

 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი - „ისლამური სახელმწიფოს" ემირი ალ-ბარა შიშანი. ის სასჯელს საქართველოში იხდის. 

 

კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა