War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

ნახვები: 216 ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონგრესში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა, პრეზიდენტის ვეტოს უფლების აქტიურად გამოყენება მოუწიოს. ამის შესახებ მან 3 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ ისაუბრა.

„ისინი კანონპროექტებს გამოაგზავნიან, შენ კი ვეტოს დაადებ. საბოლოოდ, ერთი-ორი თვის შემდეგ, როდესაც ყველაფერს ვეტო დაედება, რაც უბრალოდ დროის ფუჭი კარგვაა, მოვლენ და შეთანხმებას დადებენ“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, დემოკრატების მიერ კონგრესზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში საკანონმდებლო პროცესში დაპირისპირებას ელოდება, თუმცა მიიჩნევს, რომ ვეტოს გამოყენება მხარეებს საბოლოოდ შეთანხმებისკენ უბიძგებს.

ტრამპმა პრეზიდენტობის მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის სურვილი აქვს, თუმცა კონსტიტუციური შეზღუდვა ამის საშუალებას არ აძლევს.

„სიამოვნებით ვიყრიდი კვლავ კენჭს, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს, თუმცა კონსტიტუციის ფორმულირება ძალიან მკაცრია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის კონსტიტუციის 22-ე შესწორება ერთი და იმავე პირის პრეზიდენტად ორზე მეტჯერ არჩევას კრძალავს.

წყარო: Bloomberg, 1 ნოემბერი, 2026.
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა