ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არის ღია მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტია

ნახვები: 575 ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები არის ღია მტკიცებულება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებები არის ღია მტკიცებულება, რომ სააკაშვილი პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტია.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“, სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სასამართლოს ნაცვლად გადაწყვეტილებებს „ქართული ოცნება“ იღებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ღია მტკიცებულება. პირველი მტკიცებულება მაშინ იყო, როდესაც მან თქვა, რომ თუ კარგად არ მოიქცევა, სასჯელს დაუმატებენ. მეორე პირდაპირი მითითება და დირექტივა ეს იყო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმაზე საუბრობდნენ, რომ სასამართლოს გადაეწყვიტა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი და ახლა აღმოჩნდა, რომ სასამართლო კი არა, ღარიბაშვილი წყვეტს, ანუ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. რასაკვირველია, ეს მტკიცებულებები არის ყველაფერი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ამიტომ, ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთხელ იმის განაცხადი, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ობიექტია მიხეილ სააკაშვილი. გარდა ამისა, ვფიქრობ, მიუხედავად მისი განცხადებებისა, მიუხედავად ზიზღის შემცველი ენისა, რომელსაც უმრავლესობის წარმომადგენლები იყენებენ და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილი, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლის უფლებაზე პასუხისმგებელი არის სახელმწიფო“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს იმის სურვილი, რომ საკვები მიიღოს, მაგრამ მცირე ულუფების მიღებაც კი უჭირს.

„ამ კლინიკის და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს, ამიტომ ძალიან მძიმეა ის განცხადებები, რომელსაც ვისმენთ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მან განმარტა, რომ გეგმავს მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს გაესაუბროს, რათა მოისმინოს მისი აზრი, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე დასწრებას.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუშინ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ადამიანების „სიცოცხლე ღმერთს აბარია“.

„ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ვერ ვიქნები ვერცერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ყველას სიცოცხლე აკისრია ღმერთს, ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა