გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

რომან გოცირიძე:ძალიან კარგია თუ კაბელი გაივლის საქართველოდან ევროპაში,კაბელი ერთია და კაბელში დენი უნდა გადიოდეს, სად არის დენი?!

ნახვები: 499 რომან გოცირიძე:ძალიან კარგია თუ კაბელი გაივლის საქართველოდან ევროპაში,კაბელი ერთია და კაბელში დენი უნდა გადიოდეს, სად არის დენი?!

რა თქმა უნდა, ძალიან კარგია თუ კაბელი გაივლის საქართველოდან ევროპაში, შავი ზღვის ფსკერზე, მაგრამ კაბელი ერთია და კაბელში დენი უნდა გადიოდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. გოცირიძე გამოეხმაურა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოს და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს.

„სად არის დენი?! ჩაფლავდა ამ ათი წლის განმავლობაში. ვერც „ნენსკრა“ აშენდა, ვერც „ხუდონი“. „ნამახვანს“ რა უქნეს, აგერ ვნახეთ ამ ბნელი ძალების, რუსეთის მიერ მართული ადამიანებისა და ქართული ხელისუფლების უსუსურობისა და ხელშეწყობის გამო. ამიტომ აქ თუ ვერ გაივლის დენი, ალბათ აზერბაიჯანში წარმოებული ელექტროენერგია გაივლის და ჩვენ ვიქნებით ტერიტორია გამტარი, მეტი არაფერი. ამიტომ ენერგეტიკა არის ამ 10-წლიანი „ქართული ოცნების“ მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სფერო. ექსპორტიორი ქვეყანა, იმპორტიორად გადავიქეცით. არც ერთი სერიოზული დიდი გენერაციის ობიექტი არ შესრულდა მწყობრში“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს რომან გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა