ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ირაკლი კობახიძე:სააკაშვილი პუტინს „ლილიპუტინს“ ეძახდა და მას ტერიტორიების 20% ჩააბარა

ნახვები: 572 ირაკლი კობახიძე:სააკაშვილი პუტინს „ლილიპუტინს“ ეძახდა და მას ტერიტორიების 20% ჩააბარა

მე ყველაფრის ძალიან მკაფიო პასუხი გავეცი და ჩემი პასუხი მე მგონი, ყველასთვის ნათელია, ვისაც ამ პასუხიდან შინაარსის ამოღება უნდოდა - თქვენი მიზანი არის მიიღოთ ისეთი პასუხი, რომელიც ესკალაციას წაახალისებს და მეორე ფრონტისკენ ერთ პატარა ნაბიჯს გადაგვადგმევინებს და ეს კითხვებიც აქედან გამომდინარეობს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას „არის თუ არა რუსეთი მტერი“.

მან აგრესიული რიტორიკის კონტექსტში საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „ლილიპუტინს“ ეძახდა და მას 2008 წელს ტერიტორიების 20% ჩააბარა.

კობახიძის განმარტებით, ესკალაციის ერთ-ერთი სერიოზული ინსტრუმენტი სწორედ აგრესიული რიტორიკა იყო.

„მე შეგახსენებთ, რომ თქვენი ბელადი პუტინს „ლილიპუტინს“ ეძახდა და მას ტერიტორიების 20% ჩააბარა. რა სჯობდა, ცოტა სხვანაირი რიტორიკა გამოეყენებინა და არ ჩაებარებინა 20%, თუ პირიქით? ამიტომ მე თქვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ნუ იქნებით იმის წამქეზებლები, რომლის მიზანიც არის საქართველოში მეორე ფრონტი. თქვენი ერთადერთი მზიანი არის საქართველოში რაღაცების ესკალაცია და მეორე ფრონტის გამოწვევა. ეს არის თქვენი ერთადერთი მიზანი და ეს კითხვებიც აქედან გამომდინარეობს. თქვენი მიზანი არის მიიღოთ ისეთი პასუხი, რომელიც წაახალისებს ესკალაციას და ერთ პატარა ნაბიჯს გადაგვადგმევინებს მეორე ფრონტისკენ. ეს არის თქვენი მიზანი. თქვენ ხართ ომის პარტიის წარმომადგენელი ტელევიზია და ერთადერთი მიზანი გაქვთ, რომ რაღაცნაირად მეორე ფრონტამდე მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, „მაშინ ვინ არის რუსეთი“, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პასუხობს, რომ ის ოკუპანტია.

მისივე თქმით, საქართველოს მტერი არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ევროსაბჭოს იმ რეზოლუციას მოაწერა ხელი, სადაც ეწერა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.

„რუსეთი არის ოკუპანტი. ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20%. ეს არის მოცემულობა. ამ მოცემულობის შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია და თავის დროზე, როდესაც თქვენი ბელადის და პოლიტიკური პარტიის მიერ ეს არაფრისმომცემი აგრესიული რიტორიკა გამოიყენებოდა, მაშინ ჩააბარეს ზუსტად ტერიტორიების 20% რუსეთის ფედერაციას. ამის შემდეგ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, სადაც პირდაპირ საკუთარ სამხედროებს, საკუთარ ჯარს დააბრალეს ომის დაწყება. მტერმა მოაწერა იმ რეზოლუციაზე ხელი, რა თქმა უნდა. ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, ვინც ხელი მოაწერა, ეს იყო, რა თქმა უნდა, საქართველოს მტერი ანუ „ნაცმოძრაობა“ მტრობდა სახელმწიფოს და დღესაც მტრობს, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა