კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველზე: რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი კვლავ ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც თავდაპირველად ჰქონდათ არჩეული და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ულტიმატუმს

ნახვები: 512 მიხეილ სარჯველაძე სახალხო დამცველზე: რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი კვლავ ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც თავდაპირველად ჰქონდათ არჩეული და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ულტიმატუმს

„რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი კვლავ ინარჩუნებს იმ პოზიციას, რომელიც თავდაპირველად ჰქონდათ არჩეული და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ულტიმატუმს. ულტიმატუმს რომ რომელიღაც კონკრეტული კანდიდატების ირგვლივ თუ არ მოხდებოდა შეთანხმება მათ არ აქვთ სხვა არჩევანი და მზადყოფნა რომ დისკუსიაში და მოლაპარაკებაში შემოვიდნენ“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხზე ასეთი მოცემულობის შემთხვევაში გაჭირდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა შეეცდებიან აირჩიონ ნაკლებად ყველასთვის მისაღები კანდიდატი. „ახლა ისინი იმ მდგომარეობაში არიან როდესაც ცდილობენ, რომ სააკაშვილთან ერთგულების უფრო მაღალი ხარისხი რომელ გუნდს აქვს, ამაზე ითანამშრომლონ და ამის მიხედვით შიდა პარტიულ არჩევნებში ამომრჩეველზე გარკვეული ეფექტი მოახდინონ. როგორც ჩანს ამით არის განპირობებული, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ისეთი დესტრუქციული და რადიკალური მოწოდებები, როგორიც არის მაგალითად მანდატების დატოვება და ცალკეული ადამიანების შიმშილობის გამოცხადება. ასეთი მოცემულობის შემთხვევაში რა თქმა უნდა გაჭირდება გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ჩვენ რასაკვირველია შევეცდებით ყველაფერს საიმისოდ, რომ რეალურად შედეგიანი აღმოჩნდეს ჩვენი მცდელობა, რომ ავირჩიოთ ალბათ ნაკლებად ყველასთვის მისაღები კანდიდატი.“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა