გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები

საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი გახდა #1TVSPORT

ნახვები: 580 საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ანზორ მექვაბიშვილი გახდა #1TVSPORT

საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად თბილისი „დინამოს“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი დაასახელეს – ეს  გადაწყვეტილება „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, GFF Awards 2022-ზე გახდა ცნობილი.

გასულ სეზონში მექვაბიშვილმა „დინამოს“ შემადგენლობაში 30 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

ამას გარდა, შემაჯამებელ ღონისძიებაზე ახალგაზრდა (17 და 19-წლამდე) ფეხბურთელებს ალექსანდრე ჩივაძის სახელობის სპეციალური მედლები გადასცეს.

17-წლამდელები

ოქროს მედალი – სოსო კოპალიანი („ლოკომოტივი“)

ვერცხლის მედალი – საბა გეგუჩაძე („საბურთალო“)

ბრინჯაოს მედალი – ალექსანდრე თურქია („დინამო“ თბილისი)

19-წლამდელები

ოქროს მედალი – ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“)

ვერცხლის მედალი – საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“)

ბრინჯაოს მედალი – ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი“)

ამ ნომინაციაში პირველი გამარჯვებულები 2017 წელს გამოავლინეს და მათ სპეციალური მედლები თავად ალექსანდრე ჩივაძემ გადასცა – მაშინ 17-წლამდე ფეხბურთელებს შორის ოქროს მედალი ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, ხოლო 19-წლამდელთა შორის – ლუკა ლაკვეხელიანმა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა