4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის ოლქში, ქალაქ მაკეევკაზე უკრაინის ძალების დარტყმის შედეგად 63 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

ნახვები: 477 რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის ოლქში, ქალაქ მაკეევკაზე უკრაინის ძალების დარტყმის შედეგად 63 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის ოლქში, ქალაქ მაკეევკაში, რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილზე უკრაინის ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 63 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინის ძალებმა დარტყმა HIMARS-ის ზალპური ცეცხლის სისტემებიდან განახორციელეს.

თავის მხრივ, ოკუპანტების დისლოკაციის ადგილზე განხორციელებული დარტყმის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბიც ავრცელებს. კერძოდ, გენშტაბის ცნობით, 31 დეკემბერს მაკეევკაში უკრაინელმა დამცველებმა სამხედრო ტექნიკის ათი ერთეული გაანადგურეს, ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგი კი ჯერ კიდევ ზუსტდება.

მანამდე გავრცელებული ცნობებით, მაკეევკაში, რუსეთის ძალების დისლოკაციის ადგილზე განხორციელებული დარტყმის შედეგად, 400-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა