ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ჯერ არ ვიცი, კვარაცხელიას როგორ ვეთამაშებით - „იუვენტუსის“ მწვრთნელი

ნახვები: 583 ჯერ არ ვიცი, კვარაცხელიას როგორ ვეთამაშებით - „იუვენტუსის“ მწვრთნელი

ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, რომ მივაღწიოთ მიზანს – ეს არის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. როგორ ემზადება „იუვენტუსი“ და რას გეგმავს „ნაპოლის“ ვარსკვლავების, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად? ჯერ არაფერი არ გვაქვს მომზადებული, მაგრამ ვიცით, რომ დაცვაში ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ, ამის შესახებ „იუვენტუსის“ მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი საუკეთესო გუნდია სერია A-ში, ხოლო ლუჩანო სპალეტი გამორჩეული სპეციალისტია.

„ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ, სამი დღე ვიმუშავეთ და ფიზიკურად საკმაოდ კარგად ვართ, ვნახოთ, რა შეგვიძლია. დაიწყებს თუ არა პირველივე წუთებიდან თამაშს ფედერიკო კიეზა? ის ბევრად უკეთესად გრძნობს თავს და ამით ნამდვილად ბედნიერი ვარ. მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი, სათადარიგოთა სკამზე იქნება თუ ძირითადიდან დაიწყებს, ვნახოთ.

ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესოთ, რომ მივაღწიოთ მიზანს – ეს არის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. როგორ ემზადება „იუვენტუსი“ და რას გეგმავს „ნაპოლის“ ვარსკვლავების, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად? ჯერ არაფერი არ გვაქვს მომზადებული, მაგრამ ვიცით, რომ დაცვაში ხარვეზები უნდა გამოვასწოროთ.

კარგი თამაში იქნება, მიუხედავად იმისა, რომ გაყინულ სტადიონზე ვითამაშებთ. ეს არ იქნება გადამწყვეტი მატჩი ამ სეზონში. ეს მატჩი „ნაპოლისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ტექნიკური თამაში გვჭირდება, რადგან ლიგის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, ამაზე ცხრილიც მეტყველებს.

„ნაპოლი“ ტიტულის მოპოვების ფავორიტია, 44 ქულა აქვს და მხოლოდ ერთი თამაში წააგო. ისინი ტექნიკურად ძლიერები და კარგად გაწვრთნილები არიან. ლუჩანო სპალეტი საუკეთესოა, როცა საქმე მწვრთნელობასა და სწავლებას ეხება და ის ამას „ნაპოლიშიც“ ამტკიცებს“, – განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ პრესკონფერენციაზე.

იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „ნაპოლი” და „იუვენტუსი” დაუპირისპირდებიან. სერია „ა“-ს ლიდერების მატჩს ნეაპოლის „სტადიო დიეგო მარადონა“ უმასპინძლებს. „ნაპოლი“ სერია A-ს ლიდერია და შვიდი ქულით უსწრებს ტურინელებს.

ფოტოკოლაჟი: nation.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა