ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს
მიხაილო ფედოროვი - უკრაინამ ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემების ტესტირება დაიწყო
რუსეთის საგარეო უწყება: საქართველო, აფხაზეთი და ცხინვალი ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაზე უნდა შეთანხმდნენ
ლევან ხაბეიშვილი - არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!
შსს: არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
კახა კალაძე: თბილისში საქალაქო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება

ირაკლი ზარქუა: ნიკა მელიას ვუსმინე, შემეცოდა, რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“

18.01.2023 ნახვები: 560

"ამათი შემხედვარე მინიმუმ 2030 წლამდე ხელისუფლებაში ვართ! - რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გადაწყვეტს, მაგრამ ყველა დარწმუნდა, რომ „ქართული ოცნება“ შეცდომებისა და ხარვეზების მიუხედავად ის ძალაა, რომელიც საქართველოს ინტერესებით ხელმძღვანელობს" , - ამის შესახებ  განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არც ერთ კანდიდატს ცვლილებების რესურსი არ გააჩნია და „არც ნიკა მელიასგან და არც ხაბესგან არაფერი გამოვა“.

„გუშინ ნიკა მელიას ვუსმინე. სიმართლე გითხრათ, ეს ადამიანი შემეცოდა - რა დღეში ჰყოლიათ „ნაცებს“, საოცრებებს ვისმენთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა და უკვე თავიანთი პირით აღიარებენ, რომ გამორიცხულია მათი შეცვლა, იგივე ხელწერა აქვთ - ჩაშვება, დასმენა, მოსმენა, ერთმანეთის შანტაჟი, ჩანაწერების გაკეთება. ამ პროცესის შედეგად ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს და უკვე გამარჯვებულია, ამ სექტის ლუსტრაცია ხდება. ახალი თაობა, რომელსაც მე „ხაბეს“ ვეძახი, თურმე მერაბიშვილს ეყრდნობა და ამით ამაყობს. ბიჭო, საზოგადოებას მერაბიშვილი რომ არ უნდოდა ორი გვამის, რეკეტის, ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო, ამიტომ გააგდო „პანჩურით“ 2012 წელს. როცა ახალი თაობა ხარ - „ხაბეს“ ვგულისხმობ და ამ დროს ამას ეყრდნობი, როგორ აღიქვამს ქართული საზოგადოება სერიოზულად?!

მიმდინარეობს დავით კეზერაშვილის ფულისთვის ბრძოლა. ამ ვაჟბატონმა იქიდან შემოუთვალა - ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, იმას დავაფინანსებო. ეტყობა, მელიამ ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია და არ დათანხმდა. „ხაბე“ დათანხმდა - ხაბე ჯიგარია! რომლისგან მოგისმენიათ, ან ქვეყნის განვითარების სტრატეგია ან ეკონომიკური ხედვა? - პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვას არც ერთი დასწრებია. 12 პუნქტიანი გეგმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს?!

მგონია, რომ ნიკა მელია აყირავებულია და „ხაბე“ არის დე ფაქტო თავმჯდომარე - დე იურედ 28 იანვარს გაფორმდება, რასაც მერე მივულოცავ.

ძვირფასო „ნაცებო“, მოგიწოდებთ, 28 იანვარს არჩევნები ღიად და გამჭვირვალედ ჩატარდეს. როგორც კი შანტაჟი და გაყალბება იქნება, ლეგიტიმაციას არ მოგცემთ!“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ნიკა მელია ვანო მერაბიშვილთან დაპისრპირების დეტალებზე ალაპარაკდა

მერაბიშვილს ხელს არასოდეს ჩამოვართმევ, არ ვითანამშრომლებ მასთან, ეს გადაულახავი ბარიერია - მელია

ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, არ მიკვირს, რასაც მიკეთებს - ნიკა მელია

თუ მერაბიშვილ-კეზერაშვილი გაიმარჯვებს, მმართველობიდან გავიწევი და ხელს არ შევუშლი - მელია

 

 

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა