გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

დაე, ყველამ, ვინც ამ შავ დილას გარდაიცვალა, მშვიდად განისვენოს, ტკივილი ენით გამოუთქმელია- ვოლოდიმირ ზელენსკი ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

ნახვები: 499 დაე, ყველამ, ვინც ამ შავ დილას გარდაიცვალა, მშვიდად განისვენოს, ტკივილი ენით გამოუთქმელია- ვოლოდიმირ ზელენსკი ბროვარში ვერტმფრენის ჩამოვარდნაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში, ბროვარში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვა.

ქვეყნის პირველმა პირმა, დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

„დენისი, ევგენი, იური, შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდად განისვენონ! დაე, ყველამ, ვინც ამ შავ დილას გარდაიცვალა, მშვიდად განისვენოს!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბროვარში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა.

„ამ წუთის მონაცემებით, 15 ადამიანია გარდაცვლილი. მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დგინდება“, - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

ზელენსკის თქმითვე, ამ წუთის მონაცემებით 3 ბავშვი დაიღუპა, 25 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვი.

„ტკივილი ენით გამოუთქმელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოება გაარკვიოს. ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა