გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ბექა ოდიშარია ლავროვის განცხადებაზე - თუ აკვირდებით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ გაჭირვებაშია, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები

ნახვები: 499 ბექა ოდიშარია ლავროვის განცხადებაზე - თუ აკვირდებით, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ გაჭირვებაშია, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები

თუ აკვირდებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდ გაჭირვებასა და მძიმე შიდა პოლიტიკურ პროცესებშია, მათი რეიტინგი დეგრადირებს, როგორც წესი, ამ პერიოდს დაემთხვევა რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებები, რომელიც მათ ცოტა ხნით წატივტივების საშუალებას აძლევს და როგორც მაშველ რგოლს, ეჭიდებიან - ეს ყველაფერი საეჭვოდ ემთხვევა! - ასეთია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა ოდიშარიას კომენტარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებულ პოზიტიურ შეფასებაზე.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, ლავროვისგან ვერანაირ ქათინაურს და შექებას ვერ მიიღებს.

„არაფერში გვჭირდება მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარების ირგვლივ მათ მიერ აღქმული სტატისტიკა. რუსულ განცხადებებს “ნაციონალური მოძრაობა“, როგორც წესი, როგორც მაშველ რგოლს ეჭიდება და ამ განცხადებებზე აპელირებს. როგორც წესი, ეს იმ პროცესებს ემთხვევა ხოლმე როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ შიდა პარტიული თუ სხვა მიმართულებით ჩიხშია შესული.

ის, რომ ეკონომიკა გაიზარდა, ეს საქართველოს მთავრობის წარმატებულად ოპერირების, მენეჯმენტის და პროცესების სწორად მართვის დამსახურებაა. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხედულებები ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სხვა თემებზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

სერგეი ლავროვი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებაზე დასავლეთისგან ზეწოლას განიცდის

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა