„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

ვაშლის გამყიდველები - „მასხარა ზელენსკის“ წინააღმდეგ

19.01.2023 ნახვები: 1177

ბევრ ქართველ რუსეთუმეს თუ „ომი გინდათ?“- რიტორიკის მომხრეს არ ესმის რატომ ომობს უკრაინა და რატომ არ ჰქონდა მას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარდა სხვა არჩევანი. ამ კატეგორიისთვის ყველაფერი მარტივია - რუსეთმა ზრდილობიანად სთხოვა უკრაინას უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ, მასხარა ზელენსკიმ წინააღმდეგობა გაუწია მოსკოვს და თავისი ხალხი გაწირა.

არაა გასაკვირი ასეთი მიდგომა ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარ ქვეყანას 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ადანაშაულებენ და ყოველთვის მზად არიან აწიონ ხელები და ოკუპანტებთან ითანამშრომლონ. მათი გადასახედიდან ზელენსკი უნდა გაქცეულ იყო სადმე ევროპაში ან ამერიკაში, უკრაინა კი ამით დიდ ომს აიცილებდა თავიდან.
თუმცა, მათ არ ესმით, რომ არანაირი „ნატოზე უარის თქმა“ მშვიდობის შესანარჩუნებლად საკმარისი არ იყო - ბოლოს და ბოლოს, არ დაგვავიწყდეს, რომ პუტინმა გარკვეული პირობები არა მხოლოდ უკრაინას, არამედ დასავლეთსაც წარუდგინა. მან შორის იყო ისეთი სრულიად შეუსრულებელი და არარეალისტური მოთხოვნა, როგორც ნატოს გასვლა აღმოსავლეთ ევროპიდან - რაც წარმოუდგენელი იყო, და ამას არავინ დათანხმდებოდა.

დღევანდელი გადასახედიდან აშკარაა, რომ ეს მიზანმიმართული პოლიტიკა იყო - პუტინი ომისთვის მომწიფდა და სპეციალურად უყენებდა ევროპას და ამერიკას წინასწარ განწირულ პირობებს - მერე იტყოდა - „რუსეთის პოზიცია ისევ არ გაიზიარებს“ და შეიჭრებოდა უკრაინაში. ის, ვისაც სჯერა, რომ ომი ნატოში გაწევრიანების გამო დაიწყო - ან ძალიან, ძალიან მიამიტია, ამ ღია მტერი და მავნებელი.

ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ პუტინის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დიმიტრი კოზაკმა უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე დაითანხმა ოფიციალური კიევი ნატოზე ოფიციალურად უარის თქმაზე და ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე. თუმცა, ეს უკვე არავის აინტერესებდა - პუტინი უკრაინის დაპყრობისთვის ემზადება.
ქართველმა „ომი გინდათ?“-კატეგორიამ არც კი იცის, რეალურად რისთვის შეიჭრა რუსეთი უკრაინაში და რატომ იყო ამ ომის აცილება შეუძლებელი. საქმე იმაშია, რომ ომის მიზანი არც საგარეო ორიენტაციის შეცვლა, და არც მხოლოდ ლოიალური ხელისუფლების დასმა იყო - რაც უთავმოყვარეო, გაქოცებული გრუზიასთვის დიდი პრობლემა არ იქნებოდა - „იყოს მერე ვინც გინდა მთავრობაში, მე რას მიშლის?“.

რუსული ჯარის და რუსეთის სამიზნე არა უკრაინული სახელმწიფოებრიობა, არამედ თავად უკრაინელობა იყო.

პუტინის და რუსების 85% მიიჩნევს, რომ არანაირი უკრაინელი ერი არ არსებობს - უკრაინელები არიან რუსების ერთ-ერთი ნაირსახეობა, გარკვეული თავისებურებებით - აი, როგორც ქართველ ხალხში მეგრელები.
ეს შეფასება ვერ მოდიოდა თანხვედრაში მწარე რეალობასთან - უკრაინელი ხალხის, უკრაინელი იდენტურობის და უკრაინული ენის არსებობასთან.

რას აკეთებს ჯანსაღი ადამიანი, როდესაც ხედავს, რომ მისი წარმოსახვა რეალობასთან აშკარა წინააღმდეგობაში შედის? ის ცდილობს რეალობას შეეგუოს. რას აკეთებს ფსიქიკურად დაავადებული რუსი იმპერიალისტი? ცდილობს რეალობის შეცვლას. სწორედ ეს არის დღესაც რუსეთის გეგმა - ამიტომაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარისკაცების შემდეგ მეორე ეშელონით ჩამოჰყავს მასწავლებლები, რომლებმაც დაწყებით კლასებში უნდა ასწავლონ ბავშვებს, რომ არანაირი უკრაინა არ არსებობს და ისინი სინამდვილეში რუსები არიან.

სწორედ ამიტომაც ბუჩაში, ისევე, როგორც სხვა ოკუპირებულ ქალაქებში რუსები კლავდნენ აქტივისტებს, მოაზროვნე ადამიანებს. გასაგებია რისთვისაც - როგორ შეიძლება 40-მილიონიანი ერის იდენტობის შეცვლა? უნდა გაანადგურო მოაზროვნე ფენა, საშუალო კლასი, უკრაინელობის იდეის მატარებელი ადამიანები და დატოვო მხოლოდ უსიტყვოდ მორჩილი მასა - ბაზრის მოვაჭრეები, ტაქსისტები, და დაბალი კვალიფიკაციის მუშახელი.

მთელი ერის გონების ძალადობრივი გადაფორმატირება - აი ეს, წარმოუდგენელი მასშტაბის ამოცანა დაისახა კრემლმა უკრაინაში. და სწორედ ამ გეგმას უჭერს მხარს ყველა ის უთავმოყვარეო და უღირსი გრუზინეცი, რომელიც მიიჩნევს. რომ „მასხარა ზელენსკის თავისი ხალხი გაწირა“.

ზელენსკიმ კი არ გაწირა - უკრაინელმა ხალხმა გააკეთა არჩევანი - დაიღუპოს ღია შერკინებაში, ვიდრე წაგებულმა უგზო-უკვლოდ დაიკარგოს კრემლის მიერ დაწყებული „გადაფორმატირების“ პროცესში.

ძლიერი და ჭკვიანი ერები ღირსებაზე და მომავალზე ფიქრობენ, სუსტები და ლაჩრები კი - ვაშლის გაყიდვაზე...

ავტორი: თენგიზ აბლოთია

"ნეიშენ ჯორჯია"

ფოტოკოლაჟი: ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა