პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო - ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი

ნახვები: 633 მიიღეთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო - ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი

უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომელიც ბუბა კიკაბიძის პანაშვიდზე საზოგადოებას უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ ვახტანგ კიკაბიძის ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციას.

„ომის და იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ყოველდღე იღუპება ხალხი, უკრაინის მთავრობისთვის და უკრაინის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პატივი მივაგოთ უდიდესი ქართველის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას. მინდა დაგარწმუნოთ,რომ უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ მის ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციას“,-განაცხადა უკრაინის კულტურის მინისტრმა.

მან საზოგადოებას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა გააცნო:

„ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს, ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო, დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასთვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. გლოვის ნიშნად თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემლებთან ერთად. ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნმა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება“,-ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა