ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

თეა წულუკიანი: ნათლად ითქვა, რომ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის ხელყოფის უფლება არსებით ნაწილში არ დარღვეულა

ნახვები: 584 თეა წულუკიანი: ნათლად ითქვა, რომ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის ხელყოფის უფლება არსებით ნაწილში არ დარღვეულა

ევროპულმა სასამართლომ დაასრულა მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა. მოხარული ვარ, რომ დამტკიცდა ის, რაც არის სიმართლე, რომ სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასანანია, რომ თავის დროზე არაერთი დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტი სპეცრაზმელებსა და ძალოვანი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებს მკვლელობაში ადანაშაულებდა.

„რასაკვირველია, ამ საქმეს ძალიან კარგად ვიცნობ, ვინაიდან სწორედ იუსტიციის სამინისტრო იცავდა სახელწიფოს ინტერესს სტრასბურგში. მოხარული ვარ, რომ დამტკიცდა ის, რაც არის სიმართლე – სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება სახელწიფო, ანუ სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და ძალოვანი სტრუქტურების ის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, რომ სპეცოპერაცია არსებითად, არსებით ნაწილში ევროპულ და ევროპული კონვენციის სტანდარტს აკმაყოფილებდა. ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ მტკიცებულებებზე კარგად იმუშავა. რა თქმა უნდა, ჩვენ სიმართლე ვიცოდით, მაგრამ ამ სიმართლეს დამტკიცება სჭირდებოდა. დასანანია, რომ თავის დროზე არაერთი ჩვენი  დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტი სპეცრაზმელებსა და ძალოვანი სტრუქტურების სხვა წარმომადგენლებს პირდაპირ ადანაშაულებდა მკვლელობაში. დღეს ჩვენ ვნახეთ ის, რაც არის სიმართლე, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არც ერთ დონეზე სიცოცხლის, მოკვდინების დანაშაული არ ჩაუდენიათ, როგორც ამას უკვე სტრასბურგის სასამართლო ამბობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი პროცედურული დარღვევების გამოსასწორებლად ევროსაბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში სამოქმედო გეგმა შედგება.

„რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებიც დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ პროცედურულ საგამოძიებო ნაწილში, როგორც მოგეხსენებათ, ეს განაჩენი დადგენილი წესით უკვე გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც პოლიტიკური ორგანოა ევროსაბჭოში, სადაც შედგება სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პროცედურული დარღვევები. მთავარია, ნათლად ითქვა, რომ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის ხელყოფის უფლება არსებით ნაწილში არ დარღვეულა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - მივიღე პასუხი, რომ ეს საქმე ძალიან უხეშად და არაეფექტურად არის გამოძიებული

იუსტიციის მინისტრის მოადგილე - არსებით ნაწილში მთავარ კითხვას ევროპულმა სასამართლომ გასცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა