ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია

ნახვები: 658 პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია

თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია. მასთან დაკავშირებით მედიასთნ ისაუბრა შემთხვევის ადგილას ჩასულმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმაც:

"მოქმედი სამხედროა, როგორც ვიცით. ოპერატიულად რაც დაგვიდასტურეს. 2016 წლიდან მუშაობდა, 21 წელს არის წამოსული. პირველადი ინფორმაციაა და ამას დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ასე გვითხრეს, რომ 21 წელს დატოვა სამხედრო სამსახური და წამოვიდა სამსახურიდან. მანამდე მუშაობდა, ავღანეთშიც ნამყოფია, ავღანეთის მისიაში, როგორც დაგვიდასტურეს", - განაცხადა გომელაურმა. 

შს მინისტრი იხსენებს მომენტსაც, როცა სამართალდამცველები თავდამსხმელის ბინაში შევიდნენ:

"რა მოხდა, არავინ არ იცის ჯერჯერობით... სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოვიდა, დაიწყო ღონისძიება. მოუწოდეს, რა თქმა უნდა, კიდევ გასროლა გააკეთა რამდენიმე, როდესაც კარები შეაღეს, უკვე პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა, გასროლის ხმა იყო რომ შევიდნენ. საწოლზე იყო გადაწოლილი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გვერდით ედო, რაც დააფიქსირეს...", - თქვა გომელაურმა. 

 

ინფორმაციას, მთავარი არხი ავრცელებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა