გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

გიული ალასანია - ყველა ვუყურებთ როგორ კლავენ ადამიანს

ნახვები: 499 გიული ალასანია - ყველა ვუყურებთ როგორ კლავენ ადამიანს

 ყველა ვუყურებთ იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს გუშინ ისევ წაუვიდა გული და „ერთ დღეში ისევ 1 კილოგრამი დაკარგა“.

„ძალიან ცუდად არის, ძალიან. ეს ყველაფერი იწელება და ერთი სხდომა, ფაქტობრივად, ერთი ადამიანის დაკითხვას უნდება - ერთი 100 კაცი კიდევ ჰყავთ დასაკითხი და ყოველდღე სხდომებია. ეს რას ნიშნავს? ესე იგი უნდათ, რომ მოკლან, მე მეტი დასკვნა არ მაქვს”, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა