ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

გიორგი ვაშაძე - ოროსანი მატყუარაა კობახიძე - აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ნახავთ მას ტაგანროგში გადასახლებულს

ნახვები: 675 გიორგი ვაშაძე - ოროსანი მატყუარაა კობახიძე - აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ნახავთ მას ტაგანროგში გადასახლებულს

ოროსანი მატყუარაა კობახიძე. ახლა გამოვიდა და ექსპორტის ციფრებით საუბრით ჰგონია, რომ ვიღაცას შეატყუებს ტრანზიტს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე თავიდან ბოლომდე ტყუილია.

„ტრანზიტზეა აქ საუბარი - სანქცირებული ნივთის ტრანზიტზე. ტრანზიტი რომ სხვა არის და ექსპორტი რომ სხვა არის, ეს ხომ ყველამ ვიცით. ცენტრალურ მაგისტრალზე შეგიძლიათ გახვიდეთ და უზარმაზარი კოლონა რომ დგას დიდი მანქანების, რომლებიც რუსეთში ცდილობენ გადასვლას საქართველოს გავლით, ესეც ხომ ყველამ ვიცით. ამიტომ ტყუილია ეს ყველაფერი და ასე რომ იტყუება, ეს პირიქით მტკიცებულებაა, რომ მართლა სამშობლოს ღალატთან და რუსეთთან კოლაბორაციასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება პირადად კობახიძეს, აგერ მე და აგერ თქვენ, მალე ნახავთ მას ტაგანროგში გადასახლებულს, რადგან საქართველოში მოღალატეების ადგილი აღარ იქნება.

მთავარი კითხვა უნდა გქონდეთ, რატომ ატყუებს ხალხს კობახიძე, რატომ მოღვაწეობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ - დაუსვით ეს კითხვა კობახიძეს. კობახიძე ტყუილია თავიდან ბოლომდე", - განაცხადა ვაშაძემ.

 

„სიენენის“ ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ყალბი ინფორმაცია მყისიერ რეაგირებას საჭიროებს - ირაკლი კობახიძე

მანჯგალაძე კობახიძეზე: გავრილოვთან პოლიტიკური ფლირტის გამო ერთხელ ლამის დაასრულა პოლიტიკური კარიერა და თუ ასე გააგრძელებს, მალე მოუწევს დასრულება

მიხეილ დაუშვილი - ირაკლი კობახიძე მანიპულირებს - არავის გაუკიცხავს „ოცნება“ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა