War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky
Politico: ნატო-ში შიშობენ, რომ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შემთხვევაში ტრამპმა შესაძლოა, ევროპიდან ამერიკული ჯარების გაყვანა დააჩქაროს
ტრამპი: თუ დემოკრატები კონგრესში უმრავლესობას მოიპოვებენ, შესაძლოა, „მისტერ ვეტო“ გავხდე

პრეპარატები, რომელებმაც სიკვდილი გამოიწვია - რა წერია დასკვნაში, რომელსაც ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი აქვეყნებს

ნახვები: 934 პრეპარატები, რომელებმაც სიკვდილი გამოიწვია - რა წერია დასკვნაში, რომელსაც ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი აქვეყნებს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ფეხბურთელის, 20 წლის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე გარდაცვლილის ოჯახმა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა, ექსპერტიზის შედეგები ოჯახისთვის ოფიციალურად 17 იანვარს გახდა ცნობილი.

დასკვნაში, რომელსაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, პროფესორი, სამართლის დოქტორი, ექსპერტი გია დეკანოზიშვილი აწერს ხელს, აღნიშნულია ვერც ერთი ნარკოდამოკიდებული და ჯანმრთელი ორგანიზმი, პრეპარატების იმ დოზირებით მიღებას ვერ გაუძლებდა, რა დოზითაც ვახტანგ ჩარკვიანს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრეპარატები, რომელიც ფეხბურთელს დიდი დოზით გაუკეთდა, სასუნთქ გზებზე გართულებებს, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს გამოიწვევდა.

„სამწუხაროდ, ვერ შევდივარ სამედიცინო სფეროში და არ მაქვს უფლება, ვიმსჯელო ექიმ ნარკოლოგის პოზიციიდან, თუ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ზემოთ განხილული პრეპარატების გამოყენების დოზებს და ამ პრეპარატების ერთმანეთთან კომბინირებულ ურთიერთქმედებებს, რომელიც გამოყენებული იქნა როგორც დანიშნულება შპს „აკად. ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ (რესპუბლიკური საავადმყოფო) პაციენტის ვახტანგ ჩარკვიანის სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ ჩანაწერებში და მიმდინარე დანიშნულებებში, მაგრამ როგორც კრიმინალისტი, შემიძლია ვთქვა, რომ მკურნალობის მიზნით, დიდი რაოდენობით ფენტანილის და მიდაზოლამის გამოყენება თან პროპოფოლთან ჰაროპერიდოლთან მიმაჩნია ზედოზირებად, რასაც შეეძლო გამოეწვია გართულებები სასუნთქ გზებზე.

მაგალითად, 31.08.21 გამოყენებულია 40 მლ ფენტანილი - 20 ამპულა, 20 მლ - 10 ამპულა, 12 მლ - 6 ამპულა და მიდაზოლამი 9მლ - 6 ამპულა, 15 მლ - 5 ამპულა, დღის განმავლობაში ამას თუ დაემატება სხვა სედასტიური პრეპარატები, უკვე სიცოცხლისთვის სახიფათო დოზად მიმაჩნია.

01.09.21. გამოყენებულია 40 მლ ფენტანილი - 20 ამპულა და მიდოზალმი - 9მლ-3 მპულა, დღის განმავლობაში 4-ჯერ, ამას თუ დაემატება სხვა, სედასტიური პრეპარატები, სიცოცხლისთვის სახიფათო დოზად მიმაჩნია.

ასევე, 03.09.21. გამოყენებულია 40 მლ ფენტანილი - 20 ამპულა და მიდაზოლამი - 15 მლ - 5 ამპულა. ამას თუ დაემატება სხვა, სედასტიური პრეპარატები, სიცოცხლისთვის სახიფათო დოზად მიმაჩნია.

იგივე დოზებია გამოყენებული 04.09.21. ფენტანილი - 40 მლ - 20 ამპულა, ხოლო მიდაზოლამი - 21 მლ - 5 ამპულა.

05.09.21. ფენტანილი გამოყენებულია 30 მლ - 15 ამპულა, ხოლო მიდაზოლამი - 21 მლ - უკვე 7 - ამპულა, დღის განმავლობაში 2-ჯერ, 2:00 საათზე და 9:00 საათზე.

05.09.21 ფენტანილი გამოყენებულია 20 მლ - 10 ამპულა, ხოლო მიდაზოლამი - 30 მლ - უკვე 10 ამპულა, დღის განმავლობაში 2-ჯერ, 2:00 საათზე და 9:00 საათზე. ასე მიყოლებით, 07.09.21 წლიდან 10.09.21 წლამდე. მითუმეტეს იმისა, რომ აღნიშნული პრეპარატების გამოყენება დაწყებულია 19.08.21-წლიდან.

ჩემი, როგორც ექსპერტის მოსაზრებით, ვერც ერთი ნარკოდამოკიდებული და ნორმალური, ჯანმრთელი ორგანიზმი, აღნიშნული პრეპარატების ამ დოზირებით მიღებას ვერ გაუძლებდა, გამოიწვევდა სასუნთქ გზებზე გართულებებს, სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს“, - ნათქვამია ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაში.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა ადვოკატებთან ერთად 24 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქციას გამართავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა