ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა, უმძიმეს მდგომარეობაშია და ნიკა მელია თანამდებობებს ინაწილებს

ნახვები: 556 ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა, უმძიმეს მდგომარეობაშია და ნიკა მელია თანამდებობებს ინაწილებს

პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ნიკა მელია ამბობდა, რომ თუ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს თანამდებობებს ინაწილებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა ნიკა მელიას ბრიფინგს, რომელზეც მელიამ აღნიშნა, რომ „არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება“.

ხაბეიშვილის თქმით, ელოდებოდა, რომ ნიკა მელია ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ისაუბრებდა.

„ჩვენს შორის განსხვავება სწორედ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს შორის არის. პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს კოვიდი დაუდასტურდა, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს ადამიანი ამბობდა, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს არ გადაიყვანდნენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებს. ნახევარი საათი არ გასულა, რაც მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს პრეზიდენტ სააკაშვილზე. ეს არის ჩემსა და მის დამოკიდებულებებს შორის სხვაობა. გულწრფელად გეუბნებით, როცა გავიგე, ნიკა მელია ცხრა საათზე ბრიფინგს ატარებდა, ვიფიქრე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იტყოდა რამეს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რა უნდა გავაკეთოთ და ამასობაში, შემოგვთავაზა რაღაც გაურკვეველი თანამდებობების გადანაწილება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკა მელია - ჩემი გამარჯვების შემდეგ პარტიის გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა