Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ნიკა მელია - ჩემი გამარჯვების შემდეგ პარტიის გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე

ნახვები: 620 ნიკა მელია - ჩემი გამარჯვების შემდეგ პარტიის გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებისშემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობას ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე დაიკავებს. ამის შესახებ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი კირთაძე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენს, შესაბამისად, ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მომავალი გამარჯვების საწინდარი გახდება არა მხოლოდ მისი პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. მელიას თქმით, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რაც იხსნის ქვეყანას "ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური პატიმრებისგან".

„პოლიტიკოსი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით დგას, არის ბათუმის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის თავმჯდომარე. მას მთელი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს - გიორგი კირთაძე, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში პარტიას გამარჯვება მოაპოვებინა.

გიორგი კირთაძემ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით მხარდამჭერთან ერთად გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პრინციპულობის, პატრიოტიზმის, პოლიტიკური პრაგმატიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის წინაშე უძლურია ყველაზე ვერაგი, ბოროტი და მახინჯი, სახელისუფლებო სისტემაც კი. უძლურია მოსყიდვაც და დაშინებაც. ჩემი ღრმა რწმენით და არა მხოლოდ ჩემი ღრმა რწმენით, გიორგი კირთაძე დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას წარმოადგენს, მისი უნარჩვევების გათვალისწინებით.

მე მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში ყველა საკვანძო პოზიციას - გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს. მე დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი მომავალი გამარჯვებისა არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დამეთანხმება ამ საკითხში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რაც იხსნის ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური პატიმრებისგან და ფენომენი, როგორც ასეთი, პოლიტიკური პატიმრისა, ჩვენ ქვეყანაში დასრულდება. ამიტომ, მიხარია, რომ დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ამომრჩევლებს, პოტენციურ ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ნათელი სურათი ჰქონდეთ, თუ რა გუნდთან ერთად წარიმართება მომდევნო წლებში ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ ბრძოლა.

დარწმუნებული ვარ, გიორგისთან ერთად ის გუნდი, რომელიც გიორგის მიერ უახლოეს პერიოდში დაკომპლექტდება, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, - აცხადებს მელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა