ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

მამუკა მდინარაძე - კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი, ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი ამაზე საუბრობენ

ნახვები: 587 მამუკა მდინარაძე - კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი, ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი ამაზე საუბრობენ

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებსთვის თბილისის მერობის პოსტისთვის კახა კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა.

მისივე თქმით, ოთხი წლის განმავლობაში კახა კალაძე ძალიან წარმატებული მერი იყო.

„შეიძლება, „ქართული ოცნებისთვის" იდეალური იყოს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიცია გაერთიანდეს და მეტი გარანტია იყოს პირველივე ტურში მათი კანდიდატის დამარცხების. კახა კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატი. სოციალურ ქსელებს გადახედეთ, ოპოზიციის მხარდამჭერებიც კი ამაზე საუბრობენ. ოპოზიცია რამდენიმე კანდიდატს წარადგენს თუ ერთს, კახა კალაძე ნებისმიერ შემთხვევაში უალტერნატივოა. მისი უალტერნატივობა არ გამოიხატება მისი ძალიან წარმატებული ცხოვრებიდან, არამედ გამომდინარეობს მის მიერ გაკეთებული საქმეებიდან ოთხი წლის განმავლობაში - თბილისი გახდა უფრო მწვანე ქალაქი, ვიდრე ოდესმე იყო. ბევრი საკითხი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, რაც უშუალოდ კახას დამსახურებაა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა