კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები

ნახვები: 512 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - მივესალმებით საქართველოს პროგრესს და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, შეასრულოს დარჩენილი რეკომენდაციები და უპასუხოს იმ შეშფოთებებს, რომლებიც ამ რეზოლუციაშია გამოთქმული, – აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში.

სტრასბურგში 2022 წლის იანვარ-დეკემბრის პერიოდზე მომზადებული მონიტორინგისა და მიღწეული პროგრესის ანგარიში გავიდა. ანგარიშში საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო სტატუსის მისაღებად, რისთვისაც საქართველოს მიისწრაფვის.

„ასამბლეა შეშფოთებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო, რაც გავლენას ახდენს რეფორმების განხორციელებაზე და მხარეების მონაწილეობაზე რეფორმების პროცესში, რაც საჭიროა საქათველოს შემდგომი კონსოლიდაციისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმის დამოუკიდებელი შეფასება, მომავალი რეფორმების წარმართვის მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. რეზოლუცია ეხება მედიასთან მიმართებაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს და შეშფოთებას გამოთქვამს ამ მიმართულებით.

ასამბლეა მოუწოდებს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი მედიაგარემოში დაძაბულობის შესამცირებლად. ასამბლეა კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციისა და მცოცავი ოკუპაციის გამო. ასამბლეა მოუწოდებს მთავრობას, უპასუხოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის წევრობისთვის, რომლისკენაც ის სამართლიანად მიისწრაფვის“,- აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა