ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

კობა ნაყოფია - ბოლო მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა

ნახვები: 583 კობა ნაყოფია - ბოლო მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას ინფორმაციით, ბოლო მონაცემების თანახმად, თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 38 635-მა ადამიანმა მიიღო.

როგორც მან, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინფზე აღნიშნა, მოსახლეობს ინტერესი არჩევნებისადმი მაღალია.

" ბოლო მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა, რაც შეადგენს დარეგისტრირებულთა 77.83%-ს. არჩევნების გეოგრაფია ვრცელია. პირველ ადგილზე საქართველოა, სადაც არჩევნებში მონაწილეთა 88.36% საქართველოში იმყოფება, მეორე ადგილზეა იტალია 2.58%-ით, საბერძნეთი 1.69%, გერმანია 1.27% და ასე შემდეგ. 30-35 ქვეყნის ჩამონათვალია. ეს მეტყველებს, რომ ამ ორი დღის განმავლობაში აქტიურობა ძალიან მაღალი იყო. ინტერესი არჩევნებისადმი მაღალია. ველოდებით, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მოგეხსენებათ, გუშინ იყო გარკვეული ტიპის ხარვეზი, ამომრჩეველს არ მიდიოდა ვერიფიკაციის კოდი. ეს პრობლემა გამოსწორებულია, საღამოდან დაიწყო გაგზავნა იმ ადამიანებთან, ვისაც არ მიუვიდა. შეამჩნევდით, რომ საღამოსკენ აქტიურობა ცოტა მეტი იყო, ვიდრე დღისით. ველოდებით, რომ 40 ათას ამომრჩეველს გადაცდება დღეს, დილით კი კიდევ უფრო მეტს ველოდებით",- აღნიშნავს ნაყოფია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა