4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

ევროკავშირის საბჭოს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოქვეყნდა - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია

ნახვები: 477 ევროკავშირის საბჭოს ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოქვეყნდა - უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია

ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ევროკავშირისეული პრიორიტეტები გამოაქვეყნა.

„ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის გაძლიერებას ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს ახალ იმპულს სძენს პროგრესის გაგრძელებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ ამ ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონში“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ევროკავშირი ასევე აღიარებს ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან როლს დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების პროცესის მიმდინარეობისას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მხარდაჭერასა და მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გაძლიერებაში.

„ევროკავშირი და ევროპის საბჭო გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს და პოტენციურ კანდიდატებს, მიაღწიონ ხელშესახებ პროგრესს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად მათი რეფორმების საერთო პროცესში. ჩვენი საერთო პროგრამები გაფართოებისა და სამეზობლოს რეგიონებში გააგრძელებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას“, – აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა