ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

ყუარადღება მიაქციეთ ნინიაშვილსა და გორგაძეს - რაგბი ევროპამ ქართველი მორაგბეები გამოარჩია

ნახვები: 673 ყუარადღება მიაქციეთ ნინიაშვილსა და გორგაძეს - რაგბი ევროპამ ქართველი მორაგბეები გამოარჩია

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი 4 თებერვლიდან აიღებს სტარტს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 5 თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ტურნირის დაწყების წინ რაგბი ევროპის ვებ გვერდმა იმ მორგბეების შესახებ გამოაქვეყნა წერილი, ვისაც ტურნირის მიმდინარეობისას გულშემატკივარმა ყურადღება უნდა მიაქციოს, „ბორჯღალოსანთა“ შემადგენლობიდან ამ სიაში დავით ნინიაშვილი და ბექა გორგაძე მოხვდნენ.

„საფრანგეთის TOP 14-ის კლუბ „ლიონში“ მოთამაშე დავით ნინიაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად 2019 წელს გამოჩნდა, როდესაც 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. 20 წლის ნინიაშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბეა, ვისი თამაშიც ყურადღებას იპყრობს. მას განსაკუთრებული თვისებები აქვს – ნებისმიერ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა შეუძლია. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ის ახალი სიმაღლეების დაპყრობას შეეცდება.

ტრავმის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა და, შესაძლოა, სასტარტო მატჩები გამოტოვოს, მაგრამ გადამწყვეტი თამაშების დროს სათამაშოდ მზად იქნება.

საქართველოს ნაკრებში ყურადღებას იმსახურებს ბექა გორგაძის თამაშიც. ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი მსგავსი მოთამაშეები მწვრთნელებს ძალიან უყვართ – ყველა შეხვედრის დროს დაუღალავად შრომობს და თავის მაღალ კლასს ყოველთვის ამტკიცებს“, – წერს რაგბი ევროპის ოფიციალური ვებ გვერდი.

 

1TVSPORT 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა