გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართება

ნახვები: 499 ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართება

დღეს ევროპარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართება. საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში უკვე ასახულია.

დებატების გამართვის ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. მან გუშინ გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ყველა ინფორმირებულია და საჭიროა დებატები.

ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანონ. იუკნევიჩიენეს თქმით, სააკაშვილის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია და შესაბამისად, პოლიტიკური განხილვის დრო აღარ არის.

მირიამ ლექსმანმა კი განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს უნდა მიეცეს უფლება, დაუყოვნებლივ გაიაროს მკურნალობა საზღვარგარეთ.

ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ იმ ფოტოებს აზიარებს, სადაც ვიზუალურად ჩანს, როგორია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა