კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - გამაოგნებელია, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს სააკაშვილისთვის დაბალი კალორაჟის საკვები შეაქვთ

ნახვები: 511 ირაკლი კობახიძე - გამაოგნებელია, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს სააკაშვილისთვის დაბალი კალორაჟის საკვები შეაქვთ

გამაოგნებელია, საკუთარი ოჯახის წევრებს სააკაშვილისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის პერიოდში გაცხადებულ თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა, ახლა კი დე-ფაქტო შერჩევით კვებაზე და არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე გადავიდა.

„ეს არის ტრივიალური ჭეშმარიტება, ამის იქით ვერაფერს ვიტყვი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა იზრუნოს პატიმარზე, მის ჯანმრთელობაზე, მაგრამ როცა ხორციელდება თვითდაზიანება გათავისუფლების მიზნით, ამას სახელმწიფო ვერ გაჰყვება და მით უმეტეს, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ჯერ იყო შიმშილობა, ანუ ეს იყო გაცხადებული თვითდაზიანება, შემდეგ ვიღაცამ ურჩია მას ტაქტიკის შეცვლა და ნაცვლად გაცხადებული თვითდაზიანებისა, ის გადავიდა უკვე არაგაცხადებულ თვითდაზიანებაზე, დე-ფაქტო შერჩევით კვებაზე. მაშინ გამოაცხადა შიმშილობა და იყო შერჩევით კვებაზე, ახლა აღარ აქვს გამოცხადებული შიმშილობა და მაინც არის შერჩევით კვებაზე. განსაკუთრებით გამაოგნებელი არის ის, რომ საკუთარი ოჯახის წევრებს მისთვის შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, ეს კატასტროფაა და ბევრ რამეზე მეტყველებს”, - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა