გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

პაატა მანჯგალაძე - ომზე პროპაგანდა ცრუ დილემა, რუსული საქმე და ქვეყნის ღალატია

ნახვები: 499 პაატა მანჯგალაძე - ომზე პროპაგანდა ცრუ დილემა, რუსული საქმე და ქვეყნის ღალატია

ეს შეფასება აღვირახსნილი რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოა - პარტნიორებს პროგრესის დანახვაც შეუძლიათ, სტატუსზე გადაწყვეტილება პოლიტიკური არ არის და საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნას არავინ სთხოვს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის ანგარიშს, რომლითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეფასდა.

როგორც მან აღნიშნა, ანგარიშის შედეგად გამოჩნდა, რომ ქვეყანა თუ რეფორმებს განახორციელებს, სტატუსს მიიღებს.

„თუ რეფორმებს ჩავატარებთ, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ხოლო ომზე პროპაგანდა არის ცრუ დილემა, რუსული საქმე და ქვეყნის ღალატი. ის, რომ პატარა პროგრესი სამართლის კუთხით ბევრ საკითხზე დანახულია იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ იტყუებოდა, როცა ამბობდა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და საქართველოში მეორე ფრონტი უნდოდათო. ეს ანგარიში გვაჩვენებს, რომ კობახიძე ყოველ დღე გვატყუებდა. ქვეყანა თუ 12 რეკომენდაციას შეასრულებს, ამასაც დაინახავენ და ქვეყანას სტატუსს მისცემენ, ეს არის იმის საწინააღმდეგო, რასაც ერთი წელია ირაკლი კობახიძე რუსული პროპაგანდის კვალდაკვალ ამტკიცებს”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა