4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა

ნახვები: 477 თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად, მსხვერპლის რიცხვმა 1 498-ს მიაღწია მხოლოდ თურქეთში, 430 დაღუპულია სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 380-ზე მეტი კი, მეამბოხეების მიერ კონტროლირებადზე.

დაღუპულთა შორისაა საქართველოს მოქალაქე, სენაკის მკვირდი ნანი ზარანდია.

ამასთან, მზარდია დაშავებულთა რიცხვიც.

ბოლო ცნობებით, ეს რიცხვი თურქეთში 7 600-ს აღწევს, ასადის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი 1 300-ს.

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ მიწისძვრის შედეგად დაკარგული საქართველოს 10-მდე მოქალაქიდან უმრავლესობა უკვე იპოვეს და სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. ამის შესახებ გიორგი ჯანჯღავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, ცხელი ხაზი გამართულად მუშაობს.

„ამ დროისთვის მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალება ფიქსირდება. დაკარგული 10-მდე მოქალაქიდან ნახევარზე მეტი უვკე ვიპოვეთ, გამოვიდნენ კონტაქტზე. ვაგრძელებთ ძიებას. ცხელი ხაზი წარმატებით მუშაობს. სწორედ ცხელი ხაზის საშუალებით დაგვიკავშირდნენ და შეგვატყობინეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. ჩვენ მივმართავთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მაქსიმალურად შეგვეხმიანონ ცხელი ხაზის მეშვეობით, რომლებმაც იციან, რომ მათი ახლობელი, ნათესავი თურქეთში მუშაობს ან სხვა მიზეზით იმყოფება.

ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდულად არის, მაგრამ ყველა ანძა არ არის დაზიანებული და მაინც არის შესაძლებლობა, გარკვეულწილად მოაღწიოს ჩვენამდე ამა თუ იმ ინფორმაციამ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ღირებულია რომელიმე ქალაქსა და რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია, რათა მომდევნო საათებში, დღეებში დავიწყოთ მათი მოძიება. დაწყებული გვაქვს, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ ვიცოდეთ, სად და როგორ ვეძებოთ“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ პირველი არხის ეთერში. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა