ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე - ბრავო, ბრავო - სხვა მოლოდინი არც მე მქონია

ნახვები: 587 გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე - ბრავო, ბრავო - სხვა მოლოდინი არც მე მქონია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მას სხვა მოლოდინი არ ჰქონია. ამის შესახებ მან მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მან არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობა.

„ბრავო, ბრავო, არაჩვეულებრივია, აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ. არანაირი სხვა მოლოდინი არც მე მქონია და არც ჩემს შვილს, იმიტომ, რომ ამ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სხვა გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა ყოფილიყო. არანორმალურები უნდა ვიყოთ, რომ სხვა მოლოდინი გვქონოდა. მშვენივრად ვიცით რა პირობებშიც გვიხდება ცხოვრება. ერთადერთი მოკავშირე ამ ხელისუფლებას ჰყავს რუსეთში. ეს არის დღეს რეალობა. მთელი პროგრესული კაცობრიობა არის ჩემი შვილის მხარეს. ახლა იქნება სტრასბურგი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა