გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

ზაალ უდუმაშვილი - მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩავერთვებით, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ნახვები: 480 ზაალ უდუმაშვილი - მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩავერთვებით, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ნიკა მელიას მიერ მანდატის დატოვების მოუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში რჩება. პარტიის წევრების თქმით, ისინი 5 ივლისის მოვლენების გამო გამოცხადებული ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებენ, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში ჩაერთვებიან.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისა და დამოკრატიული პროცესებისთვის.

„ჩვენ ჩავერთვებით მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ეს ცვლილებები ვერ იქნება მიღებული. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისა და დამოკრატიული პროცესებისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, ნამდვილად არ მივცემთ „ქართულ ოცნებას" იმის საშუალებას, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა