კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა

ნახვები: 512 არჩილ თალაკვაძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა

ეკონომიკური კვლევაში, რომელიც ეკონომიკის სფეროს ექპერტებმა უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს, ნათქვამია, რომ საქართველოს იმ სანქციებზე (რომლის ნაწილით საქართველო არის ევროკავშირთან და დასავლეთთან ერთად) დამატებით რომ შემოეღო ორმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ექნებოდა, საშუალოდ, 10%-იანი ეკონომიკური შემცირება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ასეთი ორმხრივი სანქციები დაეწესებინა.

„ამას თუ დავუმატებთ ეკონომიკურ ზრდას, რაც საქართველოს ჰქონდა, გამოდის, რომ საქართველოს დღეს ექნებოდა ეკონომიკის 21%-იანი დანაკარგი. 21%-იანი დანაკარგი არათუ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის არის ძალიან სერიოზული დანაკარგი. ეს პირდაპირ შექმნიდა დესტაბილისაციის საფრთხეს. ზუსტად ეს არის ამ რადიკალური ოპოზიციის სასურველი მოგება, ანუ ისინი მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა. დანარჩენი ყველაფერი, რაც ხდება და რასაც ახლა ამბობენ, რომ თითქოს ტოვებენ პარლამენტს და თან ვერ ტოვებენ, არის ამ დიდი სურათის ნაწილი, ამისთვის სჭირდებოდათ ეკონომკური და სოციალური დესტაბილიზაციაც“, – აღიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველო არის ძირითადი სანქციების ნაწილი, რაც ევროპამ და დასავლეთმა დააწესა, მაგრამ  რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა დამატებით ორმხრივ სანქციებს, რომელიც საქართველოს რაიმეთი დახმარების საშუალებასაც მოუსპობდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის ტექსტს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა