გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

იაგო ხვიჩია - ევროპიდან რაც არ უნდა ილაპარაკონ, ადგილზე უკეთესად ვიცით სააკაშვილის რეალური მდგომარეობა

ნახვები: 499 იაგო ხვიჩია - ევროპიდან რაც არ უნდა ილაპარაკონ, ადგილზე უკეთესად ვიცით სააკაშვილის რეალური მდგომარეობა

მგონია, რომ შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი სხვანაირად მოვაგვაროთ, რადგან მეტი საგარეო ზეწოლა რაღა უნდა წამოვიდეს, რაც აქამდე იყო. ეს შიდა პროცესია და შიგნით უნდა იყოს კონსენსუსი, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომლის კენჭისყრაც ევროპარლამენტში ხვალ იგეგმება.

„საქართველოდან უფრო მეტი ჩანს, ვიდრე ეს შეიძლება, ევროპიდან დაინახონ. შეიძლება, ამ რეზოლუციაში იყოს სიმართლის მარცვალიც, მაგრამ ასევეა ბევრი არაზუსტი. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი სხვანაირად უნდა გადაწყდეს და ჩვენ შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ ეს სხვანაირად მოვაგვაროთ, რადგან მეტი საგარეო ზეწოლა რაღა უნდა წამოვიდეს, რაც აქამდე იყო. მგონია, რომ ეს შიდა პროცესია და შიგნით უნდა იყოს კონსენსუსი, რანაირი იქნება და სად იქნება გადაკვეთის წერტილები, ჯერ არ იკვეთება. ზოგადად, ციხეში ჯდომა წამების ერთ-ერთი ნაირსახეობაა. სააკაშვილი ციხეში ზის და როცა ამბობს, რომ ციხეში აწამებენ, მესმის, რას გულისხმობს, მაგრამ სპეციალურად რომ აწამებდნენ, იმ გაგებით, რასაც „ნაცები“ იძახიან, ეს არ დასტურდება და შეურაცხყოფაა იმ ექიმების, ვისაც უვლიან და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. მესმის, რომ ეს გათავისუფლების იარაღად არის გამოყენებული, მაგრამ იმ გაგებით წამებას ადგილი არ აქვს, რასაც ამბობენ. სააკაშვილისნაირი ადამიანისთვის ციხეში ჯდომა წამებაა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების მიმართ ნდობა საქართველოში ნაკლებად აქვთ, რადგან არ იცნობენ.

„ნდობა შეიძლება, პროცესს ჰქონდეს ან არა. ევროპიდან რაც არ უნდა ილაპარაკონ სააკაშვილზე, ადგილზე უკეთესად ვიცით მისი რეალური მდგომარეობა – კარგად არ არის, მისი საკითხი მართლა გადასაწყვეტია, მისი ციხეში ყოფნა ამ ქვეყნის განვითარებას აფერხებს, მაგრამ ციხეში არ აწამებენ. არასერიოზულია, სააკაშვილს აწამებენ და სასწორს ართმევენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა