4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მურთაზ ზოდელავამ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
ბარაკ ობამა: ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – მას ცვლილებები და გამაერთიანებელი პოლიტიკა სურს
ტრამპი არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხს აღიარებს და დემოკრატებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს
დემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს – რესპუბლიკელებმა ტეხასში, აიოვასა და სხვა ტრადიციულ დასაყრდენ შტატებში წააგეს
გიორგი ბარამიძე: ეს არის ადამიანის გაშავებისა და მისი ბიოგრაფიის ლაფში ამოსვრის რუსული მეთოდი
ზურა ჯაფარიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის მუშაობაში დიდი ხანია არ მონაწილეობს – კარგია, რომ ეს საჯაროდაც ითქვა
ელენე ხოშტარია: მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია

საქართველოს სუს-ის უფროსი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესს შეხვდა

ნახვები: 477 საქართველოს სუს-ის უფროსი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესს შეხვდა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.

შეხვედრის დროს ხაზი გაესვა საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან გასამკლავებლად უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, გრიგოლ ლილუაშვილმა და ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა