კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში საქართველოს როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს

ნახვები: 512 ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში საქართველოს როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მათ შორის, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და პროგრესის მიღწევის აუცილებლობას მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. აღინიშნა ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების აუცილებლობა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში და საქართველოს მზადყოფნას გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის პროცესში.

ხაზი გაესვა ეუთო-ს ინსტიტუტებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთან, ისე შესაბამის ინსტიტუტებთან.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიური შენარჩუნებისთვის.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრას მოგვიანებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სასიამოვნო იყო ეუთო-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრა. განვიხილეთ რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდი ეუთო-ს საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ფასეული მონაწილეობისთვის“, – დაწერა პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა