Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია
დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს: რა კონკრეტული წვლილი შეიტანეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში? – ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი
ტრამპი: ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ზე წვდომა აღუდგინა – მნიშვნელობა არ აქვს, მე დავურეკე თუ ვინმე სხვამ
ზელენსკი: პუტინისთვის სანქციების მოხსნა მას გააძლიერებს – უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად არასდროს აღიარებს

რა ხდება მიხეილ სააკშვილის მომხრეებში და როგორია პოლიტიკური შეფასებები

ნახვები: 508 რა ხდება მიხეილ სააკშვილის მომხრეებში და როგორია პოლიტიკური შეფასებები

ოპოზიციაში ისევ არეულობაა - მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ხვალინდელი აქციისთვის ემზადებიან. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების მხარდამჭერი საერთაშორისო აქციის ორგანიზება, სააკაშვილისვე თხოვნით რუსი ბლოგერის, მარკ ფეიგინის "იუთუბ" გადაცემამ ითავა და ემიგრანტებსაც მოუწოდა, ხვალ მასპინძელი ქვეყნების სახელისუფლებო დაწესებულებებთან, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნონ.

დაანონსებულ აქციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" უერთდება - ეს "ფეიგან ლაივის" ეთერში ვანო მერაბიშვილმა თქვა. ამავე ეთერში ყოფილმა ძალოვანმა აღნიშნა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება. მართალია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გამოსავალს მხოლოდ საპროტესტო აქციების გზით მიხეილ სააკაშვილის გამოხსნაში ხედავს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც განსხვავებული წინადადება აქვთ. მაგალითად, "ნაციონალური მოძრობის" ერთ-ერთი წევრი გიორგი ჩალაძე მზადაა სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილს "კრედიტ სუისთან" ურთიერთობაში დაეხმაროს. ამ ყველაფრის ფონზე, სააკშვილის საკითხზე გზავნილები ისმის ევროპარლამენტიდანაც. 

 

რუსთავი 2

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა