No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია
Zelensky to attend G20 summit in Florida for talks with Trump and Putin if invited
Russia to step up ballistic missile attacks as U.S. cuts Patriot missile supplies to Ukraine – Zelensky
Trump asked Musk to lift Starlink restrictions in Ukraine – WSJ
Merz: Lasting peace in Ukraine impossible without Europe`s participation
`Nothing personal between me and Trump`- Zelensky comments on tensions with U.S.
დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია

ნახვები: 248 დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებას არ აღიარებს – ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტი ირაკლი ღარიბაშვილს პირადად არ იცნობს და მასთან კომუნიკაცია არასდროს ჰქონია
სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, ნონა ფილაურის განცხადებით, ჩუბინიძე კატეგორიულად უარყოფს დანაშაულის ჩადენას და აცხადებს, რომ მხოლოდ ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა.

როგორც ფილაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ჟურნალისტს ბრალდება ოფიციალურად გუშინ, დროებითი მოთავსების იზოლატორში წარუდგინეს.

„ღალატისა და საბოტაჟის მუხლით წაუყენეს ბრალი. რა თქმა უნდა, ბრალს არ ვეთანხმებით. დიტო ჩუბინიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ ის რამეში დამნაშავეა. ის მოქმედებდა, როგორც ჟურნალისტი და იღებდა ინფორმაციას, რასაც აშუქებდა. მისი პოზიცია ასეთია – ის მზად არის ბრძოლისათვის“, – განაცხადა ადვოკატმა.

ფილაურმა ასევე ისაუბრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილში ჩუბინიძის ხსენებასა და იმ ვარაუდებზე, რომლებიც ჟურნალისტის დაკავებას აღნიშნულ გარემოებას უკავშირებს.

ადვოკატის თქმით, მან ეს საკითხი უშუალოდ ჩუბინიძესთან გაარკვია, თუმცა ჟურნალისტმა ღარიბაშვილთან რაიმე პირადი კავშირი ან კომუნიკაცია უარყო.

„ეს კითხვა მეც გამიჩნდა და დავუსვი. ის იცნობს ირაკლი ღარიბაშვილის გამოქვეყნებულ მასალებს. ვკითხე, ხომ არ იცნობს მას პირადად, ხომ არ ჰქონია მასთან კომუნიკაცია, რაზეც მიპასუხა, რომ საერთოდ არ ვიცნობ, როგორც ყოფილ პოლიტიკოსს, ისე ვიცნობ, სატელეფონო კომუნიკაციაც კი არასდროს მქონია მასთანო“, – განაცხადა ფილაურმა.

მისივე თქმით, ჩუბინიძე გაკვირვებულია, რომ მისი დაკავება ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახელს დაუკავშირეს.

„მან უფრო ვერ დააკავშირა ეს დაკავება მასთან. საზოგადოებას გაუჩნდა ეს კითხვა, მათ შორის მეც და ლოგიკური იყო, ეს კითხვა დამესვა“, – აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმის გამოყენებით სისტემატურად ავრცელებდა ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს.

პროკურატურა ჟურნალისტს, მათ შორის, დავითგარეჯის საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ედავება. ბრალდების მხარის ვერსიით, ჩუბინიძე ავრცელებდა ცნობებს, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ფარულად გადასცა აზერბაიჯანს.

დიტო ჩუბინიძის დაცვის მხარე ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მოქმედებები ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში ექცეოდა. საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა