გიგა ავალიანის დედა: ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე გიორგი მალანიასთან საუბარი ჰქონდა
გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ველის გაწმენდასა და მისთვის მოსახერხებელი ოპოზიციის შექმნას ცდილობს
War update: 205 clashes on front lines over past day, Pokrovsk sector hottest
Russia`s war casualty toll in Ukraine up by 2,500 over past day
Ukrainian, Canadian foreign ministers discuss G20 meeting outcomes, steps toward de-escalation of war
Russian SRG activity along Ukraine’s northern border drops significantly – military spox
Zelensky says he is ready to meet Putin in Türkiye
Ukraine, Türkiye considering cooperation on satellite technologies – Zelensky

შალვა ნათელაშვილი - ამერიკის ელჩს არ დასჭირდებოდა ასეთი მოთქმა-გოდება, რომ არ გადაერჩინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და არ შეეყარა პარლამენტში ოპოზიცია

ნახვები: 480 შალვა ნათელაშვილი - ამერიკის ელჩს არ დასჭირდებოდა ასეთი მოთქმა-გოდება, რომ არ გადაერჩინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და არ შეეყარა პარლამენტში ოპოზიცია

ამერიკის ელჩს არ დასჭირდებოდა ასეთი მოთქმა-გოდება, რომ არ გადაერჩინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომ არ შეეყარა პარლამენტში ოპოზიცია და არ გამოეყვანა კუთხეში მიმწყვდეული ოლიგარქი სამშვიდობოზე, დღეს არ იქნებოდა ასეთი პრორუსული შტურმი, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რუსეთ-საქართველოს საკითხზე საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით.

„ამ წუთში მოვისმინეთ ჩვენი მეგობარი ამერიკის ელჩის განცხადება. მას არ დასჭირდებოდა ასეთი მოთქმა-გოდება, რომ არ გადაერჩინა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომ არ შეეყარა პარლამენტში ოპოზიცია, არ გამოეყვანა კუთხეში მიმწყვდეული ოლიგარქი სამშვიდობოზე დღეს არ იქნებოდა ასეთი პრორუსული შტურმი. 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძემ, ამჯერად ივანიშვილის სახელით ცნობილმა, დაიწყო კრემლთან მიცემული დავალებების დამაგვირგვინებელი ფაზის აღსრულება, რათა საქართველო დაბრუნდეს რუსული იმპერიალიზმის მონობაში. ყველაფერ ამას წინ უძღვოდა პარლამენტში ოპოზიციის შეყრა, ხელისუფლების ფეხზე წამოდგმა, შეტევაზე გადმოსვლა, პრორუსული სამღვდელოების ქუჩაში გამოსვლა, რუსეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტების თარეში, ჩვენს ქუჩებში ჟურნალისტების ხოცვა-ჟლეტა, „ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვა და ყველაფერი ეს კომპლექტში მომზადდა, რათა ჩვენ გუშინ ამ საშინელი ომის დაწყების წლისთავის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოგვესმინა განცხადებები ურთიერთობის აღდგენაზე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ურთიერთობები მოსკოვთან შეიძლება აღდგეს მაშინ, როდესაც საოკუპაციო ძალები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას.

„სხვა ყველანაირი აღდგენა იქნება საქართველოს ჩაყლაპვა. მოსკოვის გუშინდელი განცხადებები, რომ მთავრობასთან აქვს პრეტენზია, ხალხთან არ აქვს არავითარი პრეტენზიები, არის სრული სიცრუე. ყველა მთავრობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვს. არავინ მთავრობის წევრი არ დაზარალებულა მათი აგრესიით. ათეულ ათასობით ქართველი გაწყდა მათ მიერ წამოწყებულ ომში ისე, რომ მთავრობებს არაფერი არ დამართნიათ და გაგრის სტადიონზეც ჩვეულებრივ უბრალო ხალხის სისხლი დალიეს ისევე, როგორც მათ დაბომბვებს და აგრესიას შეეწირნენ ჩვენი შვილები და რიგითი ჯარისკაცები, გლეხები და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანები. მთავრობებთან რუსეთი ყოველთვის ახერხებდა საერთო ენის გამონახვას და ხანდახან მათ დახმარებასაც კი", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა