კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალექსანდრ ლუკაშენკო - საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ რატომ რეაგირებს აფხაზებთან შეხვედრებზე? შესაძლოა, ეს შეხვედრები ემსახურება მეგობრობას აფხაზებსა და ქართველებს შორის

ნახვები: 511 ალექსანდრ ლუკაშენკო - საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ რატომ რეაგირებს აფხაზებთან შეხვედრებზე? შესაძლოა, ეს შეხვედრები ემსახურება მეგობრობას აფხაზებსა და ქართველებს შორის

არ მტოვებს აზრი, რატომ რეაგირებს საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ აფხაზეთის წარმომადგენლებთან ჩვენს შეხვედრებზე, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას განაცხადა.

ამასთან, როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, იგი აკვირდება სიტუაციას, რომელიც საქართველოში ვითარდება.

„არ შეიძლება, იყოს ნორმალური, თბილი, მეგობრული ურთიერთობა ადამიანებს შორის, ხალხებს შორის? შესაძლოა, ეს ურთიერთობები, როგორც მაშინ ვთქვი, ემსახურება მშვიდობასა და მეგობრობას აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის. მე და თქვენ ხომ არასდროს ვგეგმავდით თბილისის წინააღმდეგ რაიმე ქმედებას.

ვაკვირდები ვითარებას, რომელიც საქართველოში ვითარდება. მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რატომღაც, არც ისე საამაყოდ გამოიყურება იმ თვალსაზრისით, რომ ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტი იყო. მიაღწიო იმ დონეს, როგორიც ახლა ვითარდება, უბრალოდ საამაყო არ არის. რატომ ვამბობ ამას – ჩვენ არ მიგვიცია შეფასებები, არ ჩავრეულვართ ამ სიტუაციაში. ჩვენ შევინარჩუნეთ და ვინარჩუნებთ შეძლებისდაგვარად ძალიან კარგ ურთიერთობას თბილისთან. რატომ რეაგირებენ ასე მკვეთრად. ვფიქრობ, დამეხმარებით ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში“, – აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბჟანიასთან შეხვედრაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა