ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიას მანანა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა

ნახვები: 583 სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიას მანანა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის დიდ დარბაზში გაიმართა კონცერტი, რომელიც მიეძღვნა სამუსიკო სემინარიისთვის მისი დამაარსებლის, ღვაწლმოსილი მუსიკოსის, მანანა დოიჯაშვილის, სახელის მინიჭებას. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

კონცერტში მონაწილეობდნენ სემინარიის მოსწავლეები, კურსდამთავრებულები, სემინარიის ჩასაბერ საკრავთა ანსამბლი და მოსწავლეთა გუნდი (ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე); შესრულდა არაერთი ცნობილი მუსიკალური ნაწარმოები.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარია – თერთმეტწლედი მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით კონსერვატორიის ბაზაზე 2010 წელს დაარსდა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. სახელოვანი პიანისტის ძალისხმევით სამუსიკო სემინარიაში შეიქმნა სრულყოფილი სამუსიკო განათლების მოდელი. ასეთი ეფექტური და ნაყოფიერი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება ქალბატონი მანანას ცხოვრების მიზანი იყო და მან შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება.

სემინარიაში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები სწავლობენ. მათთვის იმავე შენობაში გახსნილია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა – ა(ა)იპ „ჩვენი სკოლა“. სემინარიაში ბავშვები სწავლობენ საშემსრულებლო (ფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი, დასარტყამი ინსტრუმენტები) და საგუნდო-სადირიჟორო ხელოვნებას, მუსიკის თეორიასა და ისტორიას, კომპოზიციას. სპეციალურ მუსიკალურ საგნებს სემინარიაში კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები და ახალგაზრდა პედაგოგები ასწავლიან.

2012 წლიდან სემინარიაში მოქმედებს პროექტი „პანსიონი“. სამუსიკო სემინარიასა და ა(ა)იპ „ჩვენს სკოლაში“ თბილისელ მოსწავლეებთან ერთად სწავლობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც დამთავრებული აქვთ მუსიკალური სკოლა ან სახელოვნებო სკოლა მუსიკის განხრით.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, მოსწავლეებს საშუალება აქვთ, უფასოდ იცხოვრონ თბილისში და მიიღონ უფასო მუსიკალური და ზოგადი განათლება. ბავშვები ცხოვრობენ საგანგებოდ შერჩეულ ოჯახებში. უპირატესობა ენიჭება პროფესიონალ მუსიკოსთა ოჯახებს.

 
 

„პანსიონის“ პროგრამით სემინარია უკვე 11-მა მოსწავლემ დაამთავრა და ყველა კონსერვატორიის სტუდენტი გახდა. რამდენიმე უკვე სხვადასხვა ორკესტრშიც უკრავს, ზოგი კი კონსერვატორიის გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ აგრძელებს სწავლას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა