War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says
Pletenchuk: Russian naval drones pose threat to Black Sea countries
Spox Trehubov: Russian forces may seek to expand control zone along Kharkiv region border

ზვიადაურის ძმის ჩაცხრილვის ორი სკანდალური ვერსია - ხე-ტყის ბიზნესი და ანგარიშსწორება

ნახვები: 537 ზვიადაურის ძმის ჩაცხრილვის ორი სკანდალური ვერსია - ხე-ტყის ბიზნესი და ანგარიშსწორება

ზურაბ ზვიადაურის ძმის, ზვიად ზვიადაურის და მისი ორი მეგობრის მკვლელობა, სავარაუდოდ, ბიზნესგარჩევას უკავშირდება. საუბარია ხე-ტყის ბიზნეის წილების განაწილებაზე.

სხვა ვერსიით, რომელიც ონლაინ მედია CNews-ის ინფორმაიით, რომელიც მათ ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა, არ გამორიცხება შურისძიება. საუბარია ძველ დაპირისპირებზე ზურაბ ზვიადაურსა და გიორგი ქისტაურს შორის.

2020 წლის ივლისში, ახმეტაში სროლა და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის ყოფილი წევრის, ოლიპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურისა და მისი მეგობრის, ვანო დავითაშვილის ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირებაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 30-მდე პირი მონაწიელობდა.

ზურაბ ზვიადაურის და გიორგი ქისტაურს დაპირისპირება ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო. მაშინ ქისტაურმა ოლიმპიური ჩემპიონის სახლი დაცხრილა. პროკურატურამ ქისტაური დააკავა, თუმცა მას ამნისტია შეეხო და პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.

კონფლიქტი 2014 წელსაც გაგრძელდა. მდინარე ილტოზე საბანაოდ მყოფ გიორგი ქისტაურს, პრესაში მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზურაბ ზვიადაურის ახლობლებმა სახე დაუსერეს. დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს, თუმცა პოლიციას ამ ფაქტზე გამოძიება არ დაუწყია.

ადგილობრივების ნაწილი მომხდართან გიორგი ქისტაურის კავშირს გამორიცხავს.

შეგახსენებთ: დღეს, 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდლის ტყეში სამი ადამიანი ჩაცხრილეს. აქედან ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაურია, მეორე კი - მისი მეგობარი ვასილ ცოცხალაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა