ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება

ზურაბ ჯაფარიძე - 24 თებერვალი არის თარიღი, როცა ჩვენ თვალწინ, სამყარო ორად გაიყო

ნახვები: 577 ზურაბ ჯაფარიძე - 24 თებერვალი არის თარიღი, როცა ჩვენ თვალწინ, სამყარო ორად გაიყო

თუ კიევი დაეცემოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, დავკარგავდით ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს - დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს იმედი, რომ ქვეყნის აშენება კიდევ შესაძლებელია, თუმცა აქციაზე შეკრებილი ხალხი ამ აზრის უარყოფაა.

„24 თებერვალი არის თარიღი, როცა ჩვენ თვალწინ, სამყარო ორად გაიყო. ერთი წლის წინ ამ დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჯეროდა, რომ სამ დღეში კიევი დაეცემოდა. თუ ეს მოხდებოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, დავკარგავდით ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს - დამოუკიდებლობას. მიუხედავად ამისა, მერე სასწაული მოხდა. პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როგორ გააჩერეს უკრაინელებმა ბოროტების იმპერია და მე შეიძლება ცხოვრებაში მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას. 24 თებერვალს მორალსა და ამორალურობას შორის, თეთრსა და შავს შორის ძალიან მკვეთრი ხაზი გაივლო.

ის, რომ დღეს თქვენ აქ ხართ, ნიშნავს იმას,რომ თქვენ ამის ახსნა არ გჭირდებათ. არ გჭირდებათ იმის გაგება, ამ ბრძოლაში ვინ არის სიკეთის მხარეს და ვინ - ბოროტების. საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან იმის გამო გარბიან, რომ მათ დაკარგეს იმედი. არ სჯერათ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის აშენებას, მაგრამ თქვენ დღეს აქ რომ დგახართ, ეს ამ აზრის უარყოფაა. ყველაფერი შეგვიძლია! ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ!

დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს!“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა