კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეა წულუკიანი - კრიზისია ოპოზიციაში, როდესაც პოლიტიკურ ვითომ ლიდერს განულებული აქვს რეპუტაცია, მის უკან ხალხი ვერ დადგება

ნახვები: 511 თეა წულუკიანი - კრიზისია ოპოზიციაში, როდესაც პოლიტიკურ ვითომ ლიდერს განულებული აქვს რეპუტაცია, მის უკან ხალხი ვერ დადგება

პოლიტიკური კრიზისია ოპოზიციაში და ეს მათ თავად უნდა მოაგვარონ, ამიტომ ვერ ვხედავ შეშფოთების საფუძველს, რომ მათ რაიმე უკანონო პროცესების მართვა შეუძლიათ, მაგრამ რაც მეტჯერ დაანახებენ თავიანთ გაკოტრებულ სახეს აქციებზე, მით უფრო კარგი იქნება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, გაუგებარია, რატომ არის ასეთი შეშფოთების საგანი ზოგიერთი მოქალაქისთვის აქციების იდეა.

„სადაც უნდათ, რამდენჯერაც უნდათ, როგორც უნდათ, ვისთან ერთადაც უნდათ იმდენი აქცია გამართონ და უნდა გამართონ, რადგან ეს უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. მეორე საქმეა, ეს აქციები მათთვის რას მოიტანს ან სახელმწიფოში რა ცვლილებებს ჩაუყრის საფუძველს. ვფიქრობ, არაფერსაც არ მოიტანს, რადგან მათ ბოლომდე დაკარგული აქვთ ამომრჩევლის ნდობა, საზოგადოების ნდობა. ვხედავთ, ერთმანეთშიც კი ვერ თანხმდებიან. ლიდერების რეპუტაციას და ავტორიტეტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როდესაც შენ გაქვს პრეტენზია, რომ ხალხი გააერთიანო და შემდეგ რაღაც ცვლილებებს ჩაუყარო საფუძველი სახელმწიფოში და ხარ ტაკიმასხარა, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ თავმჯდომარეს, რა თქმა უნდა, ძნელია, რამე ცვლილებას ჩაუყარო აქციების სახით საფუძველი. როდესაც რეპუტაცია განულებული აქვს პოლიტიკურ ვითომ ლიდერს, მის უკან ხალხი ვერ დადგება, ამიტომ კრიზისი და კიდევ ერთხელ პოლიტიკური კრიზისი არის ოპოზიციაში, ეს მათ თავად უნდა მოაგვარონ, ამიტომ მე შეშფოთების ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, რომ მათ რაიმე უკანონო პროცესების მართვა შეუძლიათ, მაგრამ რაც მეტჯერ დაანახებენ თავიანთ გაკოტრებულ სახეს აქციებზე, მით უფრო კარგი იქნება“, – განაცხადა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა