25 ნოემბერს XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ყოველ ჯერზე სახეში აფურთხებს მსოფლიოში მათ, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა
23 ნოემბერს, 15:00 საათზე, თსუ-სთან ოპოზიცია აქციას აანონსებს
პიტერ ფიშერი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გერმანიის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს, არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს
„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout

ზვიადაურები და ქართული ბიზნესი

18.08.2021 ნახვები: 2130

ზვიადაურის ოჯახის ირგვლივ დატრიალებულმა სისხლიანმა დრამამ საქართველოში ბევრი სხვადასხვა გრძნობა გამოიწვია - აღშფოთება, დაუცველობის გამო შიში და კიდევ ერთხელ იმის გააზრება, თუ რა მიმართულებით მიექანება ქვეყანა.
არ იყო მხოლოდ ერთი - გაკვირვება. არავის აზრათაც არ მოსვლია ამ ამბის გამო გაკვირვება, და ყველამ ჩათვალა, რომ მოხდა ის, რაც უნდა ხდებოდეს საქართველოში.
მსოფლიოში არსებობს 2 განსხვავებული მოვლენაა - ერთია ბიზნესი, ხოლო მეორე - „ქართული ბიზნესი".
„ბიზნესი" მსოფლიოს დანარჩენ, მეტ-ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ნიშნავს, რომ სერიოზული, მოწესრიგებული, ზრდასრული ადამიანები დაკავებულები არიან სერიოზული საქმით, ბევრს მუშაობენ, ცოტას ლაყბობენ, ცდილობენ მოგების მიღებას აუჩქარებლად, მიზანდასახულად. ისინი მზად არიან უარი თქვან დღევანდელ სწრაფ მოგებაზე, თუ ეს მომავალში მათი ბიზნესის წინსვლას წაადგება.
მოკლედ რომ ვთქვათ, სერიოზული ადამიანები, რომლებიც სერიოზული საქმით არიან დაკავებულები.
პრინციპულად განსხვავებული მოვლენაა „ქართული ბიზნესი". ეს მცნება არ მოიცავს ყველანაირ ბიზნესს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იწარმოება - საბედნიეროდ, საქმე ასე ცუდად არაა - ბოლო წლებში სხვადასხვა დარგებში გამოჩნდნენ თანამედროვედ მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანამედროვე სტანდარტებით მუშაობენ.
„ქართული ბიზნესი" - ეს არის ბიზნესი, რომელსაც აწარმოებენ ჩამოუყალიბებელი მოზარდების ფსიქიკის მქონე ტრადიციულ-მამაპაპურ-საბჭოური ე.წ. ბიზნესმენები.
ვინ არის „ქართველი ბიზნესმენი"? ეს როგორც წესი არის შემთხვევევით გამდიდრებული არარაობა - ან ნათესაობრივი, ან მეგობრული კავშირებით, ამ მლიქვნელობის ხელოვნების სრულყოფილად ფლობის წყალობით.
„ქართველი ბიზნესმენი" როგორც წესი არის ძველი ბიჭის, პროკურორის და მამაოს მახინჯი სინთეზი, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს განვითარებაზე - მას ურჩევნია დღეს მიიღოს ნაკლები, ოღონდ დღეს, ვიდრე მეტი - ხვალ.
„პერსპექტივა", „განვითარება", „წინსვლა" - ეს სიტყვები უცნობია ქართველი ბიზნესმენისთვის, მისი ლოზუნგია დღეს, და აქ, დანარჩენი -დროის ფუჭი კარგვაა.
„ქართულ ბიზნესს" საქმიანობის ისეთი დარგები უყვარს, რომლებიც დიდი ფანტაზიას, ცოდნას და შრომას არ მოითხოვს - ყველაზე მეტად მოძველბიჭო „გრუზინ" მეწარმეებს უყვართ ხე-ტყის ბიზნესი, უძრავი ქონება, ბაზრობები, ავტოპარკინგები და იმპორტი - ანუ, დარგები, სადაც საკმარისია ერთხელ კარგად მოიპარო ბიუჯეტიდან და მერე თავი არაფერზე არ გტკივა.
რას აკეთებს უეცრად გამდიდრებული ქართველი მაღალჩინოსანი ან მაღალჩინოსანთან მიკედლებული „გრუზინი" - ბიზნესმენი? ყიდულობს ბინებს და საოფისე ფართებს გასაქირავებლად.
არანაირი ინტერესი, არანაირი ფანტაზია, წარმოსახვის უნარი - იყიდა ბინა - გააქირავა, და მორჩა. იყიდა მიწის ნაკვეთი ქალაქში, ჩადო ჟანგიანი ჯიხური, დასვა 2-3 გონებაჩლუნგი ნათესავი, რომელიც შლაგბაუმის როლის შემსრულებელ თოკს აწევს - დაწევს და ფული მოდის.
იმის ფანტაზიაც კი არა აქვს, რომ, ნამდვილი შლაგბაუმი დააყენოს - რა აუცილებლობაა? თოკიც ხომ მუშაობს..
იდეალური ქართული ბიზნესია ბაზრობა - აქაც იგივეს ვხედავთ. ადამიანები სამარცხვინო ბაზრობებს ათწლეულები ფლობენ, ამ წლების მანძილზე მილიონობით მუქთა ფული იშოვეს და არც ერთს არ გაუჩნდა მეტ-ნაკლებად განვითარების ამბიცია.
დღეს ბაზრები გამოიყურება ზუსტად ისევე, როგორც 90-ანი წლების დასაწყისში და მათ მფლობელ-მუქთახორებს ამის გამო არავითარი სირცხვილის გრძნობა არ აწუხებთ. რომ ჰკითხოთ მორწმუნეები არიან და პატრიარქის პორტრეტებით მთელი სახლები აქვთ აჭრელებული და ალბათ თბილისის სადიდებლადაც ტონობით ღვინო აქვთ დალეული.
მერე რა, რომ მათი გაუმაძღრობის გამო დღეს თბილისი აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილ ქალაქებს ჰგავს - მერე ვინ გითხრათ, რომ პატრიოტიზმი - ქვეყნისთვის სიკეთის მოტანას ნიშნავს? საიდან ასეთი მცდარი და ზერელე წარმოდგენა?
კიდევ ერთი კარგი, ჭეშმარიტად ქართული საქმეა - სამშენებლო ბიზნესი, ოღონდ არა შენების და დოვლათის შექნის სტადიაზე, არამედ მიწის თაღლითურად ყიდვის და მერე სარფიანად გაყიდვის კუთხით. ინჟინერინგი, შენობის აგება, სტანდარტები და ნორმები - ტიპიური გრუზინისთვის ეს ზედმეტად რთული და სახლაფორთო საქმეა..
„ქართულ ბიზნესს" აქვს კიდევ ერთი, თანდაყოლილი თვისება, რომელიც ტრადიციულ-მამაპაპურ-საბჭოთა ქართველებს ახასიათებთ - მუდმივი აყალ-მაყალი, წილებზე ომები, ჩხუბები, პიროვნული ბუტიაობა.
„ქართულ ბიზნესში" ჩართული კომპანიების მფლობელები ძირითადად ერთმანეთს სასამართლოში ომი აქვთ - ძნელად მოიძებნება ტრადიციულ-მამაპაპურ-საბჭოურ ბიზნესში კომპანია, რომლის მფლობელებიც ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულები არ იყონ.
რამდენი ასეთი ბიზნესი დაინგრა და დასამარდა იმის გამო, რომ ვიღაცამ მეტი წილი მოინდომა, ვიღაცამ ინვესტიციებისთვის მოზიდული სესხის კაზინოში ან ნაშებში დაფქვა, ან უბრალოდ იმიტომ, რომ რაღაცა უმნიშვნელოზე წაიჩხუბეს.
დაუკვირდით ბოლო წლების გახმაურებულ ბიზნეს-გარჩევებს და მკვლელობებს - არც ერთი არაა რთულ და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ და ამავე დროს ძალიან მომგებიან ბიზნესთან დაკავშირებული - იქნება ეს ფინანსები, სატვირთო გადაზიდვები, სასტუმრო, რესტორნები, რეალური წარმოება, და ა.შ.
თუ ვინმემ ვინმეს ესროლა - შეგიძლიათ არც გადაამოწმოთ - ეს იქნება ან ბაზრობა, ან მიწის ნაკვეთი, ან ხის საამქრო, ამ წვრილმანი იმპორტი, ან რამე სხვა, ისეთივე ერთუჯრედიანი და პრიმიტიული, როგორი ერთუჯრედიანები და პრიმიტიულებიც არიან მამაპაპურ-საბჭოთა ქართველები.
ამ კუთხით, ზვიადაურის ინციდენტი ჟანრის კანონებში სრულად ჯდება.
მამაპაპურ-სავოკური ქოცები, რომლებმაც მიწა და ხე-ტყე ვერ გაიყვეს - ვინმეს უკვირს?

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა