კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა

ნახვები: 512 იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა

ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება ჩვენი ალიანსის წევრი, მაგრამ ამავე დროს, ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ფინეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ახლა საკითხი არის უკრაინის, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვების უზრუნველყოფა და ამიტომ ნატო-მ უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს.

„ახლა მთავარია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და ვერავინ გეტყვით ზუსტად, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როდესაც დასრულდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისტორია არ განმეორდება, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ გააგრძელებს მეზობლებზე თავდასხმას. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები, მაგრამ ასევე მოვძებნოთ ჩარჩოები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი სხვა დროს არ შეიჭრას უკრაინაში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა