გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს
Ukraine’s air defenses down 112 Russian drones, three missiles overnight
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,990 over past day
Vučić concedes defeat in Parliamentary election
მედია: ტრამპის ადმინისტრაცია ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე მხარს უჭერს – ვაშინგტონი რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერის მოპოვებასაც ცდილობს
Trump Administration backs Orbán for UN Secretary-General – media
FM Sybiha: War cannot be ended by stopping Ukraine’s resistance
Zelensky: Bipartisan support for Ukraine in U.S. grows stronger

პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, შეხლა-შემოხლაა

ნახვები: 499 პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, შეხლა-შემოხლაა

პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს ფიზიკური შეხლა-შემოხლაა.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ. პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვენ და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. მათ სცადეს, რომ მანდატურის სამსახურის კორდონი ძალის გამოყენებით გაერღვიათ.

აღსანიშნავია, რომ ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა თავდაპირველად პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში იყო დანიშნული, თუმცა საკომიტეტო მოსმენის ადგილი შეიცვალა. ახლა სხდომა ჟიული შარტავას დარბაზში უნდა ჩატარდეს, რომელიც უფრო პატარა ზომისაა და გაცილებით ნაკლები ადამიანი ეტევა, ვიდრე პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და სხვა ოპოზიციონერი დეპუტატები „ხალხის ძალის“ წევრებს მიმართავენ სიტყვებით „პუტინისტებო“, „მონებო“.

ისინი პროტესტს მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატავენ და სკანდირებენ: „არა რუსულ კანონს“.

„ნიკოლოზ, არ გაქვს უფლება, ეს რუსული კანონი განიხილო“,- მიმართა ვაშაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეს.

პარლამენტის მანდატურის სამსახურმა პარტია „დროას“ ერთ-ერთი წევრი გიგა ლემონჯავა დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. მანდატურის სამსახური დარბაზიდან სხვა პოლიტიკოსების გაყვანასაც ცდილობენ, რომლებსაც დეპუტატის მანდატი არ აქვთ. მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

„პუტინისტო”, რუსო, „შეგეწერა“. მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ რუსი ხარ“,- მიმართა ხაბეიშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხაძეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა