ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება
ევროკომისია: საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად დაკავებული ადამიანების ნაწილი შეიწყალეს, თუმცა ბევრი კვლავ პატიმრობაში რჩება
ევროკომისია: საქართველოში ძალაუფლების კონცენტრაცია გრძელდება, ადგილობრივ ხელისუფლებაზე კი პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლა ხორციელდება
ევროკომისია საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით მოითხოვს
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ანტიევროპული რიტორიკა და რეფორმების უგულებელყოფა ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს ეწინააღმდეგება

ნიკა მელია - განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის

ნახვები: 476 ნიკა მელია - განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის

ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ვერცერთი შიდაპოლიტიკური და შიდაპარტიული პრობლემა ვერ იქნება საქართველოს თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი, სწორედ ამიტომ განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს საქართველო და მისი ისტორია მოითხოვს ერთობას მთავარი იდეის – საქართველოს თავისუფლების გარშემო.

„ავტორიტარული რეჟიმი ერთ დღეში არ მყარდება, მაგრამ დგება ერთი დღე, როდესაც ყველანი ავტორიტარიტარულ რეჟიმში ვიღვიძებთ.

დღეს ერთნაირად ვგრძნობთ და განვიცდით ყველა: ვინც 2012 წელსვე მივიჩნევდით „ქართულ ოცნებას“ რუსულად, ვინც 2016 წელს, 2020 წელს ან გუშინ გააცნობიერა, რომ ქვეყანა რუსულ კურსს კი არ ადგას, არამედ უკვე რუსეთშია.

გუშინ პარლამენტის ყველა „საოცნებო“ სავარძელში იჯდა კოლექტიური გავრილოვი.

დღეს საქართველო და მისი ისტორია მოითხოვს ერთობას მთავარი იდეის – საქართველოს თავისუფლების გარშემო.

ბევრჯერ ყოფილა გაერთიანებისა და ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობა, ბევრჯერ მოვახერხეთ კიდევაც, ზოგჯერ – ვერა, მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როდესაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, ვერცერთი შიდაპოლიტიკური და შიდაპარტიული პრობლემა ვერ იქნება საქართველოს თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი.

სწორედ ამიტომ განახლებული ენერგიით ვაპირებ მოქმედებას და ბრძოლას ქვეყნის თავისუფლებისათვის.

ძალა ერთობაშია!“ – წერს ნიკა მელია.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა